საქართველოს ფოსტა - "გზავნილები საზღვრებს გარეშე" - კვირის პალიტრა

საქართველოს ფოსტა - "გზავნილები საზღვრებს გარეშე"

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ საქართველოში ცნობების გადაცემა "შიკრიკთა" და "მალემსრბოლთა" მეშვეობით ხორციელდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, კომუნიკაციის საშუალებებთან ერთად, გადაზიდვის სტრუქტურაც შეიცვალა და დროც, საერთაშორისო გზავნილები ინტერნეტისა და ტელეფონის ეპოქაშიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ჯერ კიდევ ილიასეული გაზეთი "ივერია" ამახვილებდა ყურადღებას, რომ "ფოსტა აახლოებდა ადამიანებს, აცხოველებდა ვაჭრობას, ხალხში შეჰქონდა განათლება და ა.შ." და თუ ასე ფიქრობდნენ ერთი საუკუნის წინ, რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს სწრაფი კომუნიკაცია დღეს, როცა საქმიანი ადამიანისთვის ყოველ წუთს ოქროს ფასი აქვს.

საქართველოს ფოსტა თავს 200-წლოვანი ისტორიით იწონებს.  პირველი საფოსტო კანტორა თბილისში 1805 წელს გაიხსნა, დღეს კი... დღესდღეობით, "საქართველოს ფოსტას" ქვეყნის მასშტაბით 65 ფილიალი აქვს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, საქართველოს ფოსტას მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ამ ოცი წლის განმავლობაში ფოსტა ყურადღების მიღმა დარჩა.

იგი არსებობს საკუთარი შემოსავლებით და სახელმწიფო კუთვნილებაა. დღესდღეობით საქართველოს ფოსტა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეწევა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. "საქართველოს ფოსტის" ახალმა ხელმძღვანელობამ ორიოდე თვის წინ კომპანიის რებრენდინგი განახორციელა, შეიცვალა ლოგოც. სლოგანი - "გზავნილები საზღვრებს გარეშე" ნათლად მეტყველებს, რომ "საქართველოს ფოსტა" მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით არ შემოიფარგლება და უნდა, მსოფლიო კიდევ უფრო ახლო და სწრაფად მისაწვდომი გახადოს ქართველი მომხმარებლისთვის.

KvirisPalitra.Geხარისხიანი და სწრაფი სერვისის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისაგან "საქართველოს ფოსტას" მაღალი დონის საკურიერო მომსახურებაც გამოარჩევს. კერძო კომპანიებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს "საქართველოს ფოსტა" ვალდებულებას ნებისმიერი მოცულობის სამუშაოს შესრულებაზე იღებს.

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ წეროვანის დასახლებაში სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით საფოსტო განყოფილება "წეროვანი 1" გახსნა, რომელიც ახალგორის ფოსტის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. საწყის ეტაპზე განყოფილება წერილობითი კორესპონდენციების მიღებისა და ყველა სახის საფოსტო გზავნილის ჩაბარების ოპერაციებს განახორციელებს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, ვაკეში (ჭავჭავაძის გამზირი #21) "საქართველოს ფოსტის" ახალი განყოფილების პრეზენტაცია მოეწყო. ახალმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა საპილოტო პროექტი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ფოსტა და მისი ახალი იერსახე. ამ პროექტის ფარგლებში უახლოეს ხანში იგეგმება ბათუმის, ქუთაისისა და სხვა ფილიალების განახლებაც.

"საქართველოს ფოსტა" ახორციელებს პროექტს საფოსტო გზავნილების მოძიების სისტემის დასანერგად, რაც საშუალებას მისცემს კომპანიასა და მის მომხმარებლებს, ინტერნეტის მეშვეობით თვალყური ადევნონ მათ მიერ გაგზავნილ საფოსტო გზავნილებს (წერილობითი კორესპონდენცია და საფოსტო ამანათები) დამუშავების, დახარისხების, ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.

"საქართველოს ფოსტის" სახელს უკავშირდება ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა კომპანიის ფოსტალიონებისა და ოპერატორების ჯანმრთელობის დაზღვევა, რისი ხარჯებიც 100%-ით "საქართველოს ფოსტამ" აიღო საკუთარ თავზე და ამ ნაბიჯით მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა კომპანიის თანამშრომლებს.

საფოსტო გზავნილების მიღების, გაგზავნისა და ჩაბარების, სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების, ფულადი გზავნილებისა და კომუნალური გადასახადების  მიღების გარდა, "საქართველოს ფოსტა" თავის სტრუქტურაში აერთიანებს:

- "საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას", რომელიც 2001 წლის მარტიდან  არსებობს და თბილისის გარდა, ფილიალების ქსელი ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორსა და მარნეულში აქვს. "საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტა" ჩართულია "Express mail services"-ის მსოფლიო ქსელში და EMS  წერილებისა და ამანათების გაგზავნას უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე მსოფლიოს 200 ქვეყანაში.

..."გზავნილები საზღვრებს გარეშე" - "საქართველოს ფოსტასთან" ერთად, მთელი მსოფლიო აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე.

მხოლოდ მიდი და...… გაგზავნე!

R