ბაზარზე საუკეთესო ქართული ჩაი იყიდება
უცნობია ზუსტად როდის დაიწყეს ქართველებმა ჩაის სმა, თუმცა, ცნობილია, რომ ყველაზე პოპულარული ხანდაზმული გამაგრილებელი სასმელის - ჩაის კულტურის ინტროდუქცია საქართველოში ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მამია V გურიელის სახელს უკავშირდება. თავიდან ყველაფერი 25 ჩაის ბუჩქით დაიწყო.

საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების ბრწყინვალედ მცოდნე გურიელს შესანიშნავად ესმოდა საქართველოში სამკურნალო, დეკორატიულ მცენარეთა ბაღების და ყვავილნარების გაშენების აუცილებლობა, რომელიც ანტიკურ ხანაშიც არსებობდა და რასაც მოწმობს ბერძნულ-რომაულ წყაროებში შემონახული ცნობები მითურ მედეას სამკურნალო მცენარეთა წალკოტის
შესახებ.   

მამია გურიელმა მოიწადინა თავის მამულში შეექმნა ბოტანიკური ბაღი, მოეძიებინა, მოეშენებინა და აკლიმატიზაცია ჩაეტარებინა სამრეწველოდ და სამკურნალოდ სასარგებლო სუბტროპიკული კულტურებისათვის, შეესწავლა და მოეხდინა ბოტანიკური ცოდნის პროპაგანდა. ამ მიზნით ის დაუკავშირდა გამოცდილ ფრანგ ბოტანიკოსებს, რომელთა დახმარებით გურიელმა პარიზიდან გამოიწერა ჩაის და სხვა ეგზოტიკური მცენარეების ნერგები.

გურიელის
გარდაცვალების შემდეგ მისი მამულები რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-თურქეთის (1854-56წწ.) ომის დროს მამულში სამხედროები ჩაასახლეს, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს პლანტაცია.

XIX - XX საუკუნეების მიჯნაზე სხვა ენთუზიასტების ძალისხმევით, ქართული ჩაის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, თუმცა, საბჭოთა პერიოდში იმის გამო, რომ მოსკოვმა უზარმაზარი ქვეყნის მთლიანად ქართული ჩაით მომარაგება გადაწყვიტა, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდა რაოდენობის ზრდა, რამაც გამოიწვია დამღუპველი შედეგი ქართული ჩაის ავტორიტეტისათვის, დაკნინდა მისი გემო და არომატი.

ქართული ჩაის შელახული რეპუტაციის გამო, ადგილობრივი ბაზარი 90%-ით შეივსო იმპორტირებული პროდუქციით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ამ ბოლო დროს, დარგმა ორიენტაცია შეიცვალა და რაოდენობის ნაცვლად, აქცენტი ხარისხიანი ჩაის წარმოებაზე გადავიდა. ამ მიმართულებით ფასდაუდებელი  შრომა გასწია კომპანია "გეოპლანტმა", რომელიც ეს-ეს არის, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.

მამია გურიელის ღვაწლის გამო შპს ,,გეოპლანტმა" დაფასოებული ჩაის ერთ-ერთ სახეობას გურიელის სახელი უწოდა.

"გურიელი ექსპორტი" არის ჩაის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ჩაის დიდების დაბრუნებას და უხარისხო იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანიის პროდუქცია დიდი წარმატებით სარგებლობს უცხოურ ბაზარზე, სადაც ის ნედლეულის სახით გადის დიდი რაოდენობით. "გეოპლანტის" ჩაი უკვე ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება, რაც საშუალებას იძლევა, არჩევანი გავაკეთოთ ნატურალურ, ქართულ პროდუქციასა და არაჯანსაღ, დაძველებულ და ქიმიური მინარევებით გაჯერებულ იმპორტირებულ ჩაის შორის.
R
გიო
03 ივნისი 2017 00:27
კარგია თუ ცუდია გურიელის ჩაი არ არის ქართული. ეს არის ლამაზად შეფუთული ირანულ, თურქულ ინდეური ჩაი და მოსახლეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ
mamuka
16 ივლისი 2010 16:00
მე ძალინ მიხარია რომ ჩვენმა სახელმწიფომ მოკიდა ხელი ამ დიდი მომგებიან საქმეს, ხალხიც დასაქმდება და სახელმწიფოც კმაყოფილი იქნება
nino 34 clis
15 ივნისი 2010 20:32
კარგი იკნებოდა ცოტა ვრცლად დაცერილიყო სხვა კომპანიებზე.ალბათ სხვა კომპანიებიც არსებობს.სხვა მხივ ძალიან კარგია,რომ ხარისხიანი ქართული ჩაის შესახებ რომ წერთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები