რას გულისხმობს ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი?
02-01-2018
რას გულისხმობს ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი?
”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე.

კანონი ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს.

კანონი ასევე განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს
მნიშვნელობას და დანიშნულებას, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კანონით განისაზღვრა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
04 იანვარი 2018 13:51
საქართველოს სამართლის სისტემა პარტიულ ფუნქციონერ სახელმწიფო მოხელეს ანთავისუფლებს რაიმე სახის პასუხისმგებლობისაგან გადაცდომა ,შეცდომა ,ქმედება უმოქმედობით დამდგარი ზიანისათვის,რომელიც რიგით მოქალაქეს მიადგა !
მოქალაქე და სახელმწიფო აქ გამიჯნულია უფლება მოვალეობებში ,პრეზუმციაშიც-სახელმწიფოა ყოველთვის მართალი და მისი მმართველი ძალა ,ბრეჟნევის კონსტიტუციაშიც იგივე ეწერა !
აი სახელმწიფოს თუ ეჭვად მაინც მიადგა ზიანი და ეს ეჭვი ზემდგომ ამხანგს ,ახლა ბატონი ქვია , "გონივრულად " გაუჩნდა,მაშინ განწირულია სახელმწიფო მოხელე,ის უმალ ჩამომოქალაქევდება ლაბორანტად -დაკარგავს მოხელის "იმუნიტეტს" და ისე დაისჯება ,შეგეცოდება !

რედაქტორის რჩევით