ახალი შეთავაზება "საქართველოს ბანკისგან" იპოთეკურ სესხებზე - პირველი თვის საპროცენტო დანარიცხი საჩუქრად - კვირის პალიტრა

ახალი შეთავაზება "საქართველოს ბანკისგან" იპოთეკურ სესხებზე - პირველი თვის საპროცენტო დანარიცხი საჩუქრად

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს იპოთეკურ სესხზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. მომხმარებელი, რომელიც 2010 წლის 15 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ისარგებლებს იპოთეკური სესხით "საქართველოს ბანკში", გათავისუფლდება სესხის პირველი თვის საპროცენტო შენატანისგან.

ეს კი შესაძლებლობას მისცემს მსესხებელს, მეტი თავისუფლებით განაგოს საკუთარი ფინანსური სახსრები მოცემული პერიოდისთვის და არ შეიზღუდოს მათ მოხმარებაში. ამასთან, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სიცოცხლის დაზღვევას სესხის მოქმედების მთელ ვადაზე.

იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 600 აშშ დოლარს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, საოფისე ფართის შეძენა, მშენებლობა ან რემონტი, ასევე ავეჯის შეძენა.

გიორგი ჭიღლაძე ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე): "მოხარული ვარ, საზოგადოებას ვაცნობო "საქართველოს ბანკის" ახალი შეთავაზების შესახებ იპოთეკურ სესხებზე. 15 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით ყველა იპოთეკურ სესხს, რომელსაც მომხმარებელი "საქართველოს ბანკში" აიღებს, პირველი თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი არ დაერიცხება.

ანუ, ამ პერიოდში აღებულ იპოთეკურ სესხზე პირველი ერთი თვის განმავლობაში კლიენტი საპროცენტო შენატანს ბანკში არ განახორციელებს. ამ აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე ხელსაყრელი პირობები ამ ეტაპისთვის და მივცეთ შესაძლებლობა თავისუფლად მოიხმარონ პირველი თვის განმავლობაში სესხით მიღებული ბიუჯეტი. გარდა ამისა, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა სიცოცხლის დაზღვევა სესხის მოქმედების მთელ ვადაზე.

მინდა დავაზუსტო, რომ პირველი თვის საპროცენტო დანარიცხს ჩვენ ვჩუქნით მომხმარებელს და ის არ გადანაწილდება, არ დაერიცხება მომდევნო თვეებზე გაწერილ საპროცენტო განაკვეთს.

ჩვენმა მომხმარებელმა კარგად უწყის, რომ "საქართველოს ბანკში" საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე დოლარში წლიური 14%-იდან იწყება, ხოლო ლარში გაცემულ სესხზე წლიური 15%-იდან. ახალი შეთავაზება და შეღავათი "საქართველოს ბანკისგან" გავრცელდება როგორც ლარში, ასევე დოლარში გაცემულ სესხებზე. ბოლო დროს ლარზე სესხების მოთხოვნა გაზრდილია და მოცემულ პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხებიდან დაახლოებით ნახევარი ლარშია გაცემული.

მიმდინარე წლის მდგომარეობით, გაცემული სესხების საკრედიტო პორტფელი ჯამურად დაახლოებით 17%-ით გაიზარდა წლის დასაწყისთან შედარებით. აქედან ნახევარზე მეტი ლარში გაცემული სესხებია, შესაბამისად "საქართველოს ბანკიც" ზრდის ლარში ვალდებულებების მოზიდვას.

ბანკის პრიორიტეტი არის საკრედიტო პორტფელის ზრდა, იპოთეკური სესხი კი მნიშვნელოვანია, რადგან საშუალო სეგმენტში არის რეალური მოთხოვნა ამ სესხზე და გვინდა, რომ ეს მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. მხოლოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი."

R