"შირნჰოფერი" უარს ამბობს გენურ ინჟინერიაზე - კვირის პალიტრა

"შირნჰოფერი" უარს ამბობს გენურ ინჟინერიაზე

რა არის გენური ინჟინერია?

გენები ცოცხალ ორგანიზმში მემკვიდრული ნიშან-თვისებების მატარებლები არიან. გენური ინჟინერიის გამოყენებისას ცხოველის ან მცენარის ორგანიზმში ხდება უცხო გენების ჩანერგვა. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ხვდება ჩვენს საკვებ პროდუქტში ისე, რომ ამ უკანასკნელის აღნიშვნა ხორცისა და ძეხვეულის პროდუქტებზე  არ ხდება.

დღესდღეობით გენური ინჟინერიისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია - არანაირი დასაბუთებული საფუძველი არ არსებობსK გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების საწარმოებლად და პირიქით, არავის შეუძლია იმის დამტკიცება, რომ გენური ინჟინერია ადამიანებზე მავნე გავლენას არ მოახდენს. ამიტომაც "შირნჰოფერისა" და "გრინფისის" საერთო ინიციატივაა ცხოველთა კვებაში არ გამოიყენონ გენური ინჟინერია.

ჩვენ კლიენტებს უმაღლესი ხარისხის, საიმედო საკვებ პროდუქტს ვთავაზობთ და ამით ვახერხებთ ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავებას. სათანადო სტანდარტების მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის ნედლეულს, რომლის დამუშავება ხდება მკაცრად კონტროლირებად ჰიგიენურ პირობებში.

ჩვენი ცხოველების კარგ პირობებში შენახვა და მათი ჯანსაღი საკვებით გამოკვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლის საკეთილდღეოდ "შირნჰოფერის" მაღალ სტანდარტებს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველის ხორცი შეესაბამება.

უსაფრთხო პროდუქტი ჩვენი ფირმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ჩვენი საწარმოო კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანია  "შირნჰოფერის" საქმისადმი ამგვარი მიდგომა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ჩვენი ჰიგიენური სტანდარტებით, ხარისხის მენეჯმენტითა და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიხედვით ევროპის ლიდერთა შორის ვართ, რაც საშუალებას გვაძლევს, უკვე მსოფლიო მასშტაბით გავაგრძელოთ მოქმედება.

R