Fresh ტარიფი "ბილაინისგან" - 9 თეთრი ყველა ოპერატორთან სასაუბროდ - კვირის პალიტრა

Fresh ტარიფი "ბილაინისგან" - 9 თეთრი ყველა ოპერატორთან სასაუბროდ

კომპანია "ბილაინის" ახალი სატარიფო გეგმა - Fresh-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს არ შეიზღუდონ მობილური თუ ფიქსირებული ოპერატორის აბონენტთან საუბრისას.

Fresh ტარიფის შეძენის შემთხვევაში, "ბილაინის" ყველა აბონენტს, ნებისმიერ ქსელზე, იქნება ეს მობილური თუ ფიქსირებული ქსელის აბონენტი, შეუძლია დარეკოს და ისაუბროს მხოლოდ 9 თეთრად. კომპანიაში, რომელიც ბაზარზე ყველაზე დინამიკურად მზარდი მობილური ოპერატორის სახელით ხასიათდება, მიაჩნიათ, რომ ახალი სატარიფო გეგმა ყველაზე ოპტიმალური წინადადებაა ქართველი მომხმარებლისთვის.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე 9-თეთრიანი ტარიფის გასააქტიურებლად საჭიროა "ბილაინის" აბონენტმა შეიძინოს ახალი სიმ ბარათი მხოლოდ ერთ ლარად, ან გადავიდეს არსებული სატარიფო გეგმიდან ახალზე.

Fresh ტარიფის გასააქტიურებლად არ არის საჭირო ახალი სატელეფონო ნომრის აღება.

ანდრეი პიატახინი (კომპანია "ბილაინის"  გენერალური დირექტორი):

"ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ სატარიფო გეგმას, რომელსაც დავარქვით Fresh-ი და მისი ძირითადი მიზანია, მივცეთ მომხმარებელს საშუალება ისაუბრონ რაც შეიძლება მეტი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამ ახალი სატარიფო გეგმის თანახმად, ორი წუთის საუბრის შემდეგ, "ბილაინიდან" განხორციელებული ყველა ზარი ნებისმიერ ოპერატორთან, მობილური იქნება ეს თუ ფიქსირებული ქსელი, ეღირება წუთში მხოლოდ 9 თეთრი.

ანუ, დღეში სატელეფონო საუბრის პირველი ორი წუთი ეღირება 18 თეთრი, ხოლო ყველა მომდევნო წუთი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენს ისაუბრებთ ტელეფონით, მხოლოდ 9 თეთრი დაგიჯდებათ.

ასეთი სატარიფო გეგმა ბაზარზე ერთადერთია და ჩვენი აზრით, ძალიან მომგებიანი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილი - რაც შეიძლება მეტი ისაუბრონ სხვადასხვა ქსელის აბონენტებთან, დავაკმაყოფილოთ ამ სატარიფო გეგმით. ჩვენი ახალი სატარიფო გეგმა მარტივი და გასაგებია ყველსათვის და დარწმუნებული ვართ, რომ მოთხოვნადი იქნება.

ახალი სატარიფო გეგმა Fresh-ი უკვე იყიდება ფაქტობრივად მთელ საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია და გვახასიათებს კიდეც სწრაფად მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი ყველა სავაჭრო წერტილს. თუ თქვენ უკვე ხართ "ბილაინის" აბონენტი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ სატარიფო გეგმაზე და ამისათვის არ გჭირდებათ არც ოფისში მისვლა, არც რამე დოკუმენტის წარდგენა და რაც მთავარია, არც ნომრის შეცვლა.

ჩვენი ახალი სატარიფო გეგმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ბაზარზე, ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი კლიენტებისთვის, იმას, რაც სჭირდებათ დღეს, აქ და ახლავე. ჩვენ მუდმივად ვანებივრებთ ბაზარს სიახლით, ყურადღებით ვაკვირდებით რა მოთხოვნები ჩნდება ბაზარზე და შესაბამის პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებელს".

არჩილ მაღრაძე (კომპანია "ბილაინის" კომერციული დირექტორი): "დღევანდელი ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მიუხედავად კონკურენტული გარემოსი, რომელიც დღითი დღე მძაფრდება, "ბილაინს" ყოველთვის ექნება ყველაზე კონკურენტული ფასები.

კონკურენტული გარემო ყოველთვის საინტერესოა, სულ უფრო საინტერესო ხდება და ეს მომხმარებლისთვისაც ძალიან კარგია, რადგან ხდება ფასების გადახედვა, ბაზრისთვის საინტერესო წინადადებების შეთავაზება.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კონკურენტების ნაბიჯებს, შეთავაზებებს, მაგრამ თუ კარგად განიხილავთ ჩვენს ახალ სატარიფო გეგმას, მას აქვს ძალიან ბევრი ბენეფითი. როდესაც მომხმარებელი ჩვენი ახალი ტარიფის პარამეტრებს გაეცნობა, დარწმუნდება, რომ ნამდვილად კონკურენტუნარიანი ტარიფია. ვფიქრობთ, რომ Fresh ტარიფის შეთავაზების შემდეგ "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა კიდევ 200-250 ათასით გაიზრდება."

R