ვინ იყო და რა გიგანტური პროექტები უკავშირდება გიორგი ჭანტურიას სახელს?
ვინ იყო და რა გიგანტური პროექტები უკავშირდება გიორგი ჭანტურიას სახელს?
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, გიორგი ჭანტურია, მიმდინარე წლის 10 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარის თანამდებობას დაარსებიდან - 1995 წლიდან 2004 წლამდე იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი სახელი პოლიტიკურ საქმიანობასთანაც იყო დაკავშირებული და 2010 წელს დედაქალაქის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავის დროზე გიორგიჭანტურია ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო
და მეტიც, შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიტიკურ კულუარებსა და მედიაშიც ხშირად
სახელდებოდა შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრედ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას გია ჭანტურიას განათლების, საქმიანობის და მის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

1982 წელს გია ჭანტურიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე,
პარალელურად კი რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები