"საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბიტკოინის გამომუშავებით"
"საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბიტკოინის გამომუშავებით"
"ყველა, ვინც ჩართულია კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში, დგას რისკის წინაშე, რომ მათი აქტივები ჰაკერებმა მიიტაცონ"

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად შეხვდებით ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, შემოთავაზებას, მარტივად იშოვოთ ფული კრიპტოვალუტაში კაპიტალდაბანდებით. ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი, რიპლი - მსოფლიოში უკვე ათასზე მეტი სახეობის ვირტუალური ფული არსებობს და ჩანს, კიდევ ბევრი შეიქმნება. რამდენიმე თვის წინ ქართული კრიპტოვალუტა "ოქროს საწმისი" შეიქმნა. ეროვნული ბანკი გვაფრთხილებს, რომ ვირტუალური ვალუტა არ წ
არმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას, მისი რეგულირების სფეროში არ შედის და შედეგებზეც, რაც შესაძლოა კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდებას მოჰყვეს, პასუხისმგებლობას იხსნის.

რა არის ელექტრონული ფუ­ლი?­ ექსპერტები ფიქრობენ, რომ ციფრული ვალუტები ფულის­ განვითარების თანამედროვე ეტაპია. თუმცა არსებობს რისკი, მისი გამოყენებით მსოფლიოში ჩრდილოვანი ეკონომიკის თუ არალეგალური პროდუქციით ვაჭრობის დაფინანსება გაიზარდოს.

გივი ადეიშვილი, ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების"­
ანალიტიკოსი:
"ეს მაღალ ტექნო­ლოგიაზე დაფ­უ­ძნე­ბული აქტ­ივია,­ რომელმაც გარკვეულწილად უნდა შეასრულოს ფულის სასაქ­ონლო ფუნქცია. აქამდე­ თუ ფული იბეჭდებოდა, კრიპტოვალ­უტას გამოიმუშავებენ სპეციალ­უ­რი კომპიუტერული ტექნოლ­ოგიით. დღეს დათქმულია, რომ ზოგიერთი ცი­ფრული­ ვალ­უტა­ შეზღუდული ოდენობით გამომუშავდეს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს პირობა არ დაირღვევა...
ბევრ ქვეყანაში კრიპტოვალუტ­ები არ არის მიღებული როგორც გადახდის, გაცვლის საშუალება, მეტიც, ზოგ ქვეყანაში კრიმინალი­ზებულიც კი არის. კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ცენტრალური ბანკების მიერ და არც არაფრით არის გამყარებული. მაგალითად, ჩვენი ეროვნული ვალუტა გამყარებული იყო ჯერ ოქროთი, შემდეგ საერთაშორისო­ სავალუტო რეზერვებით. კრიპტ­ოვალუტის შემქმნელები არიან კერძო პირები და არა სახელმწიფ­ოები და ცენტრალური ბანკები. თუ მათი ფასი ნული გახდება, არავინ იქნება პასუხისმგებელი მათ წინაშე, ვინც თავის დროზე­ ვირტუალური­ ფული შეიძინა. მან შეიძლება სწრაფად დაკარგოს ღირებულება, რადგან ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდება, ის კი მკვეთრად იცვლება დროის მოკლე მონაკვეთებში. ამ სექტორს ახასიათებს მაღალი არასტაბილურობა. თუმცა ბოლო ერთ წელიწადში ფასებმა­ ზოგ კრიპტოვალუტაზე 10-15-ჯერ მოიმატა და გაიზარდა სექტორის პოპულარობაც, მათ შორის საქართველოში.

კრიპტოვალუტაზე საუბრისას უნდა განვიხილოთ ორი მიმართ­ულება - ვაჭრობა და მოპოვება­ (მაინინგი). კრიპტოვალუტების მოპოვება საქართველოშიც ხდება.­ ამ ბაზრის სტატისტიკური ინფო­რმაცია ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ BitFury ჯგუფი ფლობს დატა-ცენტრს თბილისის თავისუფალი ინდუსტ­რიული ზონის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი საქმიანობაა ე. წ. მაინინგი,­ ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება, აგრეთვე, სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ-სერვისის მიწოდება (მაგალითად, მონაცემთა ბაზის შენახვა).

არსებობს ინფორმაცია, რომ 2016 წლისთვის BitFury-ზე მოდიოდა მსოფლიოში­ არსებული ყველა­ ბიტკოინის 15%. გარდა ამისა, საქართველოში ელექტრონულ ფულს სხვა კერძო სუბიექტებიც მოიპოვებენ. სფერო იმდენად არაგამჭვირვალეა, ისიც არ ვიცით, რამდენი თანხა გავიდა ან შემოვიდა საქართველოში კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვით თუ მათი გამომუშავებით".

ლაშა პატარაია, "უსაფრთხო­ების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის" დირექტორი:
"საქართველო რომ მსოფლიოში­ მეორე­ ადგილზეა ბიტკოინის გამომუშავებით, ამან არ უნდა შეგვი­ქმნას ილუზია, რომ ყველა ამაშია­ ჩართული. ცხადია, სწრაფი ფული მომხიბლავია­ ყველასთვის, ეს ერთგვარად აზარტულ თამაშებსაც­ ჰგავს, მაგრამ ამ კრიპტოვალუტების ფასის დაცემა-აწევა დროებითია - ახლა არის მათ მიმართ ინტერესი, შემდეგ ეს შეიცვლება და მათი ღირებულება აღარ გაიზრდება 2000-3000%-ით, არამედ 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანმა სწრაფი ფულის შოვნის ილუზიით შეიძლება­ შეიძინოს ე.წ. მაინერები, რაც კრიპტოვალუტას­ გამოიმუშავებს, და ინვესტიცია ჩადოს.
ვიცი, არაერთს ამისთვის კრედიტიც აუღია. საქართველოში, ფაქტობრივად, ასეთი მცირე საწარმოების ბუმია.

სწორედ ეს არის უარყოფითი ტენდენცია, რომ თანხას აბანდებენ ვაჭრობის საკითხების ცოდნის­ გარეშე,­ უბრალოდ, სწრაფი ფულის შოვნის მოტივით. მაინერი, რომელიც დღეს გაქვთ და განსაზღვრული­ პროცენტით უკუგებას გაძლევთ ბიტკოინში, ეთერიუმსა და სხვა კრიპტოვალუტაში, რამდენიმე თვეში შესაძლოა აღარ იყოს მომგებიანი, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ახლდება. რაც უფრო იმატებს ამა თუ იმ ელექტრონული ვალუტის მოპოვება, ეს პროცესი მით უფრო ძნელდება და სულ უფრო ძვირად ღირებული ტექნოლოგიების ყიდვა ხდება საჭირო ისეთივე შედეგისთვის, როგორიც დღეს აქვთ.

თუ მაინც გვაქვს აზარტული დამოკიდებულება სწრაფი ფულის შოვნისადმი, უკეთესი ალტერნატივაა ფულის დაბანდება ალტ­კოინებში. ეს არის სხვადასხვა კრიპტოვალუტა, რომლის ღირებ­ულება დღეს ნომინალურია. თუმცა რისკები აქაც არის. ბოლო დროს გამოიკვეთა,­ რომ ხდება­ ბირჟებზე ხელოვნური ჩარევა, რათა მოგება ნახონ კონკრეტულმა ინვესტორებმა. თუმცა, ვინაიდან ნაკლები ინვესტიციაა საჭირო,­ ეს სტრატეგია უფრო გამართლებულია.
ამასთან, ყველა, ვინც ჩართულია კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში, დგას რისკის წინაშე, რომ მათი აქტივები ჰაკერებმა მიიტაცონ. ამასთან, ეს არის სფერო, სადაც ანონიმურობის ძალიან მაღალი ხარისხია და ხშირად ამ ვალუტების გამყიდველები არ არიან ოფიციალური იურიდიული პირ­ები. ეს ყველაფერი ბურუსით არის მოცული, რაც ართულებს ელექტრონულ ფულში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნების შესაძლებლობას. გარდა კიბერ­უსაფრთხოებისა, აქ ბევრად მნიშვნელოვანი რისკები გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. კრიმინალთან ბრძოლისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის ფინანსური ტრანზაქციების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩაკეტვა. სწორედ ამას ართულებს დღეს კრიპტოვალუტა.

თუ ტერორისტულ ორგანიზაციას ჰქონდა დაფინანსების კონკრეტული წყაროები და შესაძლებელი იყო ამ ფულის გაკონტროლება, დღეს მათ შეუძლიათ აირჩიონ კრიპტოვალუტა, რომელიც ანონიმურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა".

ბაფეტი ბიტკოინს არ ცნობს


ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი ციფრული ვალუტების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. მილიარდერის მოსაზრებით, ბიტკოინი არის აქტივი, რომელსაც რეალური ღირებულება არა აქვს. ბაფეტი ამბობს, რომ მისი კომპანია კვლავაც არავირტუალურ აქტივებზე მუშაობას განაგრძობს. თავის დროზე ბაფეტს ასეთივე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ე.წ. დოტკომ-კომპანიების მიმართაც, თუმცა მაინც გახდა "ეპლისა" და "აიბი-ემის" ინვესტორი და ამით უზარმაზარი მოგებაც ნახა. ბაფეტის განცხადებამ ციფრული ვალუტების ბაზრის კლება განაპირობა. ამასთან, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიტკოინის ბაზრის რეგულირებისთვის გზების ძიებას იწყებს. ეს ქვეყანა ციფრული ვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში.

"ფული" სახელმწიფოს გარეშე


არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი:
"ბიტკოინის უკან არ დგას არც ერთი სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ შესაძლებელია, იდგეს საერთაშორისო მაფიოზური სინდიკატი და ეს ფულის გათეთრების თუ გადასახადების გადამალვის მიზნით გამოიყენოს. 2017 წლის დეკემბერში­ ბიტკოინის კურსის აღმაფრენა განაპირობა ჩიკაგოს ბირჟაზე ბიტკოინით ვაჭრობის დაშვებამ. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მოელოდნენ, რომ ბიტკოინის მაინერი კომპანიის ფინანსური მონაცემები საჯარო გახდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. ამიტომაც ბიტკოინის კურსი მცირდება და ბიტკოინის კომპანია დგას არჩევანის წინაშე: ან მის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია გახდეს საჯარო, რათა რიგითი ფინანსური აქტივის სტატუსი მიიღოს, ან მისი ღირებულება განულდება".

ემა ტუხიაშვილი
Rezo
01 მარტი 2018 19:56
Rodis damtavrdeba qartveli xalxis daboleba atasi juris avanturistebis mier. Vigaca amaze xels itbobs gasagebia magram im sisuleles mainc nu mouyvebit xalxs rom turme kriptovalutis kidev erti fermis dasatbureba saqartveloshi tbiliss regionalur silikonis velad gadaaqcevs :)
Bitkoinis istoria max or celicadshi chabardeba istorias ase rom imas moufrtxildit rac jibeshi gidevt.
ლუკა
22 იანვარი 2018 01:45
როგორც სპეციალისტები ამბობენ კრიპტოვალუტის შექმნას დიდი კომპიუტერის გამოთვლითი ძალა და ელექტროენერგია ესაჭიროება. ქართულ რეალობაში კომპიუტერული გამოთვლით ძალა შეიძლება ვირუსით გავრცელებული პროგრამით შეიქმნას, რომელიც კომპიუტერის პატრონის ცოდნის გარეშე იხმარს მისი კომპიუტერის გამოთვლით ძალას, პროცესორის დროს. ქართულ ენერგოსისტემას კი დამატებითი დენის გამომუშავება მოუწევს, რადგან ეს პროცესი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს.
Tako
20 იანვარი 2018 16:34
Momilocavs :)
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები