სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის მომსახურების ცენტრები - კვირის პალიტრა

სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის მომსახურების ცენტრები

კომპანია  "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა კორპორატიულ კლიენტთა მომსახურების ცენტრების ქსელსაც აფართოებს.

დღესდღეობით კომპანიას საქართველოს მასშტაბით მომსახურების ცენტრი აქვს - თბილისში, ფოთსა და ბათუმში. მათ შორის ყველაზე დიდი - ვაჟა-ფშაველას 35 ნომერში მდებარეობს, მომსახურების კიდევ ერთ ცენტრს დიღომში, სავაჭრო  ქსელ  "გუდვილში" ნახავთ.

ყველა მათგანი მომხმარებელს საბარათე და სატალონე სისტემებით მომსახურებას სთავაზობს. მომსახურების ცენტრის მომხმარებელთა შორის არიან მსხვილი, საშუალო და წვრილი მეწარმეები, ასევე ფიზიკური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. ყველა მომხმარებელი  საწვავზე ფასდაკლებით სარგებლობს.

KvirisPalitra.Geმომსახურების ცენტრებში გაიცემა დაგროვებითი ბარათი - "მძღოლის ბარათი", რომლითაც 3500-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. "სოკარი" მათ ხშირად ათამამებს  წამახალისებელი აქციებითა და გათამაშებებით.

აგვისტოს დასაწყისში კომპანია კიდევ ერთი მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" და იმედოვნებს, რომ საკუთარ მომხმარებელს სატალონე და საბარათე სისტემით საწვავის შეძენას გაუმარტივებს.

R