მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები, ძვირად ღირებული მაჯის საათები - ქონება, რომელსაც პარლამენტარი და მისი მეუღლე ფლობენ
26-01-2018
მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები, ძვირად ღირებული მაჯის საათები - ქონება, რომელსაც პარლამენტარი და მისი მეუღლე ფლობენ
ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.
ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, როგორ შეიცვალა პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრის, შოთა შალელაშვილის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

2017 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შალელაშვილი ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს, 4 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და
165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ასევე მის საკუთრებაშია 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რუსეთში; 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში და დაბა კულაში მდებარე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450, AUDI S8, ასევე Mercedes-Maybach S
560, რომელიც 2017 წელს 153 ათას ევროდ შეიძინა. მის საკუთრებაშია 3 მილიონ დოლარად შეძენილი 4 ფერწერული ტილო და 270 000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, შალელაშვილს BANK LEUMI ISRAEL-ის მიმდინარე ანგარიშზე 2 308,37 შეკელი, დეპოზიტზე - 259 651,02 დოლარი; „თი-ბი-სი ბანკის“ საბარათეზე - 48,732 დოლარი; „ბანკი ქართუს“ მიმდინარე ანგარიშზე - 661 706,73 დოლარი და 567,28 ლარი; დეპოზიტებზე ჯამში - 6 მილიონი დოლარი; საბარათეზე - 11 246,66 დოლარი და 24 372,11 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 10 000 დოლარი და 1 000 შვეიცარული ფრანკი ჰქონდა.

რაც შეეხება დეპუტატის ოჯახის წევრების საკუთრებას, შოთა შალელაშვილის მეუღლე ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს; მიწის ნაკვეთებს ქობულეთში რომელთა საერთო ფართი 21 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. მის საკუთრებაშია ასევე ქობულეთში მდებარე - 4 428 კვადრატული მეტრი ფართობის, 8 739 კვ. მეტრისა და 221,9 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართები.
განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით