რატომ ითხოვს მამუკა ხაზარაძე არაკონდიციური საწვავის, მათ შორის დიზელის შემოტანის აკრძალვას?
რატომ ითხოვს მამუკა ხაზარაძე არაკონდიციური საწვავის, მათ შორის დიზელის შემოტანის აკრძალვას?
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიციური საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო.

"ჩვენ წარვადგინეთ კვლევა, რომელიც ჩატარდა "საქართველოს ბიზნესასოციაციაში" და ობიექტურად ვაჩვენეთ ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოხდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც არის. ერთ-ერთი ძირითადი
გამოწვევა არის სასამართლოს კუთხით არსებული სიტუაცია საქართველოში. ამავე დროს, ის დადებითი ტენდენციები იქნა აღნიშნული, რომელიც იქნა მიღებული რეფორმების შედეგად, კერძოდ, მოგების გადასახადის თემა იყო, საპენსიო რეფორმის დაწყება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. მე პირადად დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია.
კონკრეტულად მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიციური საწვავის შემოტანა. ეს ეხება კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ, თბილისში ჰაერის დაბინძურების 67% მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა ეს აღქმული. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ საკმაოდ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით, რამეთუ ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი იწყება იმით, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ და აქ საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა ხარისხის მიღწევაში წარმოების, საკვების, ეკოლოგიის მიმართულებებით", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
ყოფილი პედაგოგი.
04 თებერვალი 2018 00:13
პროცენტის დაწევაში ძალიან მოისუსტებს, განათლებით ბიზნესმენია, ქიმიურ მრეწველობაში კი ძლიერია. განსაკუთრებით ნავთობის მოპოვება- გადამუშავების პროფილით
ezra
02 თებერვალი 2018 15:00
ბატონო მამუკა! ეგ რამ გათქმევინა? არ იცით, რომ ტრაქტორები, ექსკავატორები, მძიმე წონიანი სატვირთო მანქანები და ა.შ. დიზელის საწვავზე მუშაობს?
02 თებერვალი 2018 09:53
აკრძალვას ჯობია ხარისხიანი შემოიტანე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?