იყიდე ქართული გააძლიერე ქვეყანა - კვირის პალიტრა

იყიდე ქართული გააძლიერე ქვეყანა

რა ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს საქართველო, თუ იმპორტირებულ საქონელს ქართული პროდუქცია ჩაანაცვლებს

  • თუ ქვეყნის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ყოველი 1 მილიონი აშშ დოლარის საქონელს ჩავანაცვლებთ ადგილობრივი, სამამულო პროდუქციით, ეს საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში "დავტოვოთ" დაახლოებით 0,5 მლნ აშშ დოლარი.
  • საქართველოში "დატოვებული" ყოველი დამატებითი 1 მილიონი აშშ დოლარით შესაძლებელი გახდებოდა 80-მდე სამუშაო ადგილის შექმნა - გაცილებით მეტი მწარმოებლურობის, ვიდრე იქმნება, მაგალითად, გარევაჭრობით ან "ელიავას ბაზრობაზე" დაკავებული იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირთა მიერ.

ღია ეკონომიკის პირობებში, ქვეყნის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე პროპორცია სამამულო და იმპორტირებულ საქონელს შორის:

30/70 - მეტად არასასურველი

50/50 - ასატანი

60/40 - მისაღები

70/30 - სამაგალითო იქნებოდა

იოსებ არჩვაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი