"აფხაზეთში გადავალთ და "ჯემფესტს" იქ ჩავატარებთ"
27-02-2018
"აფხაზეთში გადავალთ და "ჯემფესტს" იქ ჩავატარებთ"
"ჯემ ფესტის"ორგანიზატორი, გიორგი სიგუა "ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ წერს და ღნიშნავს, რომ GEM FEST  აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში. სიგუა მის თქმით, "ფეისბუკზე" ყველა იმ კითხვას პასუხობს რომელიც ფესტივალის ჩატარებას უკავშირდება.

"რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

  • ჩატარდება GEM FEST ? -  აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურირტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.
  • როდის გამოცხადდება ლაინ აფი? - რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ
    აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.
  • მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით?-  ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო.
  • შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები) . მათი "დახმარება" რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის
    მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე".
  • მიწა რომ არ მოგცენ იჯარით, რას იზამთ? - აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ.
  • როდის გაისტუმრებთ ვალებს? - მაშინ, როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.
  • თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ"- წერს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორი.

წყარო

რედაქტორის რჩევით