თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებაზე სერგი გვარჯალაძე იზრუნებს
07-03-2018
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარებაზე სერგი გვარჯალაძე იზრუნებს
თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო დაპირება იყო და მერია აქტიურად მუშაობს ღამის ეკონომიკის განვითარებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ, ეს არის ღამის ეკონომიკის განვითარება. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისში აუცილებლად უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს
უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებზე და გავაცოცხლოთ ისეთი უბნები, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა. ამ პროექტს უხელმძღვანელებს ყველასთვის
კარგად ნაცნობი, ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. ის ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ერთად, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ და სერგი გვარჯალაძეს წარმატებები უსურვა.

"ინტერპრესნიუსი"
კახი
13 მარტი 2018 16:41
ეს ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი რომელმა მოიფიქრა? ღამე ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინია ისეა კრიმინალი აყვავებული. ამდენი სისულელე საიდან?

რედაქტორის რჩევით