რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები?
15-03-2018
რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები?
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 21%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თებერვალში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 113.9 მლნ აშშ დოლარი (280.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით (19.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის,
საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2018 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (33.4 მლნ
აშშ დოლარი), იტალია (14.1 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.4 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (11.8 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (9.9 მლნ აშშ დოლარი).

2018 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.0 მლნ აშშ დოლარი (44.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (38.5 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.

"ინტერპრესნიუსი"
merabi
16 მარტი 2018 13:11
აი ეს არის საქარტველოს ეკონომოკა!

რედაქტორის რჩევით