"არემჯიმ" აუქციონი წააგო, ვის და რამდენ ლარად გადაეცემა მიწის ნაკვეთი დმანისში?
"არემჯიმ" აუქციონი წააგო, ვის და რამდენ ლარად გადაეცემა მიწის ნაკვეთი დმანისში?
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აუქციონი დასრულდა.

როგორც ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი, ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონზე გატანილი ლოტი, 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ აუქციონი ბოლო წუთებში გააქტიურდა, შესაბამისად, მსურველებს დამატებითი დრო მიეცათ.

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ,
აუქციონში სამი მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კომპანია RMG Gold და პოლიტიკური პარტიების მიერ დაარსებული „დმანისის გადარჩენის ფონდი“. მათი ინფორმაციით, სწორედ RMG Gold ვაჭრობდა ორი სუბიექტით.

რაც შეეხება აუქციონის პირობებს, სარგებლობაში გადაცემის ვადა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წელია.

“ობიექტზე გადის დაურეგისტრირებელი (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი,
მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს “ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით; წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი მოიჯარემ უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე. სარგებლობაში მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. სარგებლობაში გადასაცემ ობიექტს იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე; სარგებლობაში გადასაცემი ობიექტი ექვემდებარება წიაღზე დამაგრებას, რომელზეც გაცემულია N100460 ლიცენზია (შპს კავკასიის სამთო ჯგუფი")“, - ნათქვამია აუქციონის პირობებში.

"ინტერპრესნიუსი"

mzirali
25 მარტი 2018 22:45
და რატომ არ ამბოთ ვინ გაიმარჯვა ბოლო ბოლო.? არნჯი გილდმა თუ დმანისის გადარჩენის ფონდმა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები