3 თვეში ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 18 მილიონი ლარი მიიღეს
კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 18 038 840 მლნ შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი "თიბისი ბანკმა" მიიღო - 6 149 639 ლარი. მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკი“ - 4 815 971 ლარი.
მესამე ადგილზე "ლიბერთი ბანკი“ - მან 2018 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 221 310 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - "კრედო" - 1 135 803 ლარი. ტოპ-ხუთეულშია "ფინკა
ბანკი" - 714 260 ლარის შემოსავლით.განაგრძეთ კითხვა