3 თვეში ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 18 მილიონი ლარი მიიღეს - კვირის პალიტრა

3 თვეში ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 18 მილიონი ლარი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 18 038 840 მლნ შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი "თიბისი ბანკმა" მიიღო - 6 149 639 ლარი. მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკი“ - 4 815 971 ლარი.

მესამე ადგილზე "ლიბერთი ბანკი“ - მან 2018 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 221 310 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - "კრედო" - 1 135 803 ლარი. ტოპ-ხუთეულშია "ფინკა

ბანკი" - 714 260 ლარის შემოსავლით.განაგრძეთ კითხვა