"საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის საინტერესოა"
"საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და ამ თვალსაზრისით დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის საინტერესოა"
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივას, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე ეხმაურება.

ლევან კალანდაძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის საკრედიტო რესურსზე წვდომა და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა, ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება, ბუნებრივია მისასალმებელია.

"ჩვენ გულმოდგინედ გადავათვალიერეთ გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. საგარანტიო ფონდები ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს და
ამ თვალსაზრისით ეკონომიკის სამინისტროს და ბატონი ქუმსიშვილის ინიციატივა ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ის მოდელი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, მაქსიმალური ჩართულობით მომზადდეს, მასში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესსექტორი.

"ჩვენი აპარატი გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ მოდელის მომზადების ყველა ეტაპზე
ჩართულები ვიყოთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტის შემუშავებაში. საბოლოო ჯამში, თუ მივიღებთ ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსზე წვდომას გააუმჯობესებს, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ეს ინიციატივა საბოლოოდ როგორც ბიზნესგარემოს, ისე ბიზნესაქტივობის ზრდას ხელს შეუწყობს და ის თავად ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი წამახალისებელი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და დონორების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება.
გიორგი.
18 მაისი 2018 09:44
თქვენ ვერავითარ წინადადებას ვერ წარმოადგენთ. ამ ქვეყანაში სწორი და წესიერი წინადადება ჯერ არავის წარმოუდგენია. წესიერი და სწორი წინადადებების წარმოდგენას, სულ სხვა რამ ჭირდება, რაც თქვენ არავის გაგაჩნიათ. ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები