ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში - ტოპ-10 კომპანია - კვირის პალიტრა

ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში - ტოპ-10 კომპანია

2017 წლის ტოპ-10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს შორის 4 კომერციული ბანკია.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ეს ბანკებია "თიბისი ბანკი", "კრედო", "ლიბერთი" და "საქართველოს ბანკი".

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ კომპანიაში დასაქმებულ პირთა ზუსტი რიცხოვნობის შესახებ, რადგან "საქსტატის" ცნობით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუმცა, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, კომერციულ ბანკებში (16 ბანკში) გასული წლის მონაცემებით 24,853 თანამშრომელი მუშაობდა. კონკრეტულად რამდენი მუშაობს ამ 4 ბანკში, ეს მონაცემი უცნობია.

აღნიშნული ბანკების გარდა, წინასწარი მონაცემებით, დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობის მიხედვით 2017 წლის კერძო სექტორის ტოპ-10

კომპანიას შორის მოხვდა ასევე : სს "ენერგო-პრო ჯორჯია"; სს "ნიკორა ტრეიდი"; სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი"; შპს "ავერსი-ფარმა"; შპს "ჯეო ჰოსპიტალს" და შპს "ჯორჯიან მანგანეზი" განაგრძეთ კითხვა