საქართველოში პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი "დრონი" დაარეგისტრირა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, DJI Hexa Copter Matrice 600 ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ფიზიკური პირია, რომელიც "დრონის" მეშვეობით საჰაერო ფოტოგადაღებას და სააგენტოს თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა სახის საგნების გადატანას ახორციელებს.

დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღების გარდა, სხვადასხვა სახის ინდუსტრიაში გამოიყენება. "დრონის"  მაქსიმალური ასაფრენი მასა საშუალოდ 15.5 კილოგრამია, რა დროსაც მას 6 კილოგრამი

წონის სპეციალური სასარგებლო ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია. პირველ რეგისტრირებულ უპილოტო საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი - GE-001 მიენიჭა.

ცნობისთვის, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა 5 კილოგრამს აღემატება რეგისტრაციას ექვემდებარება განაგრძეთ კითხვა