სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ქსელი ფართოვდება - კვირის პალიტრა

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ქსელი ფართოვდება

ორიოდე დღის წინ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ახალი ავტოგასამართი სადგური  გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი  მაირ მამედოვი და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი დავით ზუბიტაშვილი, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ნამიგ ალიევი და სხვა საპატიო სტუმრები.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" თითოეული ავტოგასამართი სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ტექნიკით. ყველა ავტოგასამართ სადგურს იაპონური ტექნიკა ემსახურება, რითიც შესაძლებელია  საწვავის ჩასხმის 100%-იან სიზუსტეს მივაღწიოთ.

ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნავთობბაზარზე 2006 წლის შემოდგომაზე შემოვიდა და სულ მალე საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელის სტატუსით სარგებლობს. კომპანია სწრაფად ვითარდება, შენდება და იხსნება ახალი ავტოგასამართი სადგურები.

KvirisPalitra.Ge"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ავტოგასამართი სადგურების მფლობელ კომპანიად აღიარა. ეს წოდება ნამდვილად სამართლიანად ერგო, რადგან "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურებს ჩვენ კი არა, ევროპელი სტუმრებიც აღფრთოვანებულები ტოვებენ.

გარდა იმისა, რომ აქ მძღოლს შეუძლია დაისვენოს, შევიდეს მარკეტში ან დალიოს ყავა კაფეში, გარეცხოს მანქანა, აქვე სრულიად უფასოდ გადაივლებს შხაპს, რაც დამეთანხმებით შორ გზაზე მომუშავე მძღოლებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. "სოკარი" დანაპირებს ასრულებს. ის მართლაც ევროპული დონის ბენზინგასამართ სადგურებს ხსნის და საკუთარი კომპანიისა და საქართველოს პრესტიჟს თავისი საქმიანობით ყველას თვალში ამაღლებს.

მაირ მამედოვი - "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი: - ძალიან გახარებულები ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა, გაიხსნა სოკარის ახალი ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თავისი აღჭურვილობითა და მომსახურების დონით არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს საუკეთესო ბენზინგასამართ სადგურებს. ეს ოცდამეცხრამეტე ავტოგასამართი სადგურია. მომავალში ჩვენი ქსელი კიდევ უფრო განვითარდება, დაგეგმილი გვაქვს მთელ საქართველოში გავხსნათ მსგავსი ავტოგასამართი სადგურები და საქართველოს აღმშენებლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

KvirisPalitra.Geდავით ზუბიტაშვილი - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი: - ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი კარგი ობიექტი - "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ახალი ავტოგასამართი სადგური. გაძლევთ პირობას, რომ მომსახურება იქნება უმაღლესი დონის, წონასა და ზომაში არავინ მოგატყუებთ, საწვავი კი ყოველთვის გარანტირებული ხარისხისა გვექნება. ვეცდებით, ჩვენი ორგანიზაციის მომსახურებით ყველა კმაყოფილი დარჩეს. ეს ოცდამეცხრამეტე ავტოგასამართი სადგურია საქართველოში, 10 აგვისტომდე კიდევ ათი ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნება... წლის ბოლომდე კი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" 60 ავტოგასამართი სადგური ექნება საქართველოში.

როგორ არის აღჭურვილი ჩვენი ავტოგასამართი სადგურები, ამას თავად ნახავთ. ყოველ მათგანში შესანიშნავ სიახლეებს ვნერგავთ. რომ ვამბობთ, ევროპისაკენ მივდივართო, ჩვენ ჩვენი საქმით ნამდვილად ამ გეზს ვადგავართ და ამ მიზანს ვემსახურებით. გვიხარია, რომ მოკრძალებული წვლილი მაინც შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ამ ახალ ავტოგასამართ სადგურში 25 ადამიანი დასაქმდა. ეს ადამიანები იქნებიან ხელფასით უზრუნველყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ოჯახებიც იქნებიან კმაყოფილები. ესეც ხომ მნიშვნელოვანი საქმეა.

- სად აპირებთ ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნას?

- 10 აგვისტომდე ორი ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნება ბათუმში.  ორივეში შევთავაზებთ მომხმარებელს სიახლეებს. იქნება ფიტნესკლუბები ღია ცის ქვეშ. ყველა მსურველს შეეძლება შევიდეს და ივარჯიშოს ყველაზე თანამედროვე ტრენაჟორებზე. გახსნილ ავტოგასამართ სადგურებს ახლავს ბავშვთა მოედნებიც. მოკლედ, ჩვენ სრულ კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებელს. დაგეგმილია ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნა თელავის რაიონში, ყვარელში, მარნეულში, სენაკში, ქუთაისსა და რაჭაშიც კი...

KvirisPalitra.Ge- მაღალმთიან რეგიონებს იმავე აღჭურვილობით შესთავაზებთ ავტოგასამართ სადგურებს, როგორც ეს დედაქალაქშია?

- ცხადია, ჩვენი ავტოგასამართი სადგური ყველგან მაღალი დონის იქნება. რაჭაში მომავალ წელს ვფიქრობთ ავტოგასამართი სადგურის გახსნას. სავარაუდოდ, ეს ამბროლაურის რაიონში იქნება. ჩვენ გვინდა სოკარი შევიდეს ყველა ქალაქსა და ყველა რაიონში. ჩვენი კომპანიის ბრენდი ეს არის ძალიან სოლიდური და სერიოზული ორგანიზაცია. ჩვენ ჩვენს ლოგოს არავითარ შემთხვევაში დაბალი დონის მომსახურებით პრესტიჟს არ დავუკარგავთ.

გასულ კვირას კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" კიდევ ერთი, რიგით მე-40 ავტოგასამართი სადგური გახსნა თბილისში, დიდუბის რაიონში.

R