"მთელი საქართველო "დაზალოგებულია" ბანკებში
04-08-2018
"მთელი საქართველო "დაზალოგებულია" ბანკებში
რამდენად მწვავეა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა და როგორ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა კომერციული ბანკების მიმართ? ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში, რომელიც მან "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა, ვრცლად ისაუბრა ჭარბვალიანობაზე, რომელიც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს, ახსენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა, სადაც ამის შესახებ ეწერა, რომელიც მას დაუმალეს და ისიც თქვა, რომ კვირიკაშვილს ხშირად შეახსენებდა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა. სწორედ მისი ამ გზავნილების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, თუ რით შეიძლება დაეხმაროს ხელისუფლება სავალო ორმოში ჩავარდნილ
მოსახლეობას; იცოდა თუ არა მთავრობამ, რომ მოსახლეობის საბანკო თუ არასაბანკო ვალდებულებები ყოველწლიურად იზრდებოდა და რაც მთავარია, რა იყო და არის ამის მიზეზი?

ჭარბვალიანობის გამოქვეყნებული ანტირეკორდები

არ ვიცით, ვინ რა დაუმალა ივანიშვილს, მაგრამ "კვირის პალიტრა" ბოლო 2 წლის განმავლობაში სისტემატურად წერდა,­ რომ კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური
პირების დაკრედიტება ძალიან სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რასაც ორჯერ და მეტად ჩამორჩებოდა ბიზნესის დაკრედიტება. სწორედ ამან განაპირობა, რომ კომერციული ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით 2016 წელს საქ­ართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა და ჩვენთან ყოვ­ელი 1000 კაციდან 710-ს ბანკის ვალი აღმოაჩნდა. იმასაც ვამბობდით, რომ ამ შედეგით საქართველო ყველა დროის მსოფლიო ისტორიული მაქსიმუმების შვიდეულშიც შევიდა; ანუ მანამდე მსოფლიოში მხოლოდ ექვსჯერ აღირიცხა უფრო მაღ­ალი შედეგი, ვიდრე საქართველომ 2016 წელს მოახერხა. ვწერდით იმის შესახებაც, რომ ფიზიკური პირების დავალიანების ზრდა მწვავე პრობლემად მიაჩნდა არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ), არამედ ამას მიუთითებდნენ გერმანიის განვითარების ბანკი, ფრანკფურტის ფინანსების სკოლა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები­. გვთავაზობდნენ გამოსავალსაც. მაგალითად, რეკომენდაციებს შორის იყო, რომ სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარავად ყოველთვიურად შესატანი თანხა, უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე­ ნაკლები, უცხოურ ვალუტაში კი 20%-ზე ნაკლები; გვეუბნებოდ­ნენ, რომ კომერციულმა ბანკებმა­ არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურად­ღება გირაოს უზრუნველყოფას, შემო­სავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს. გვირჩ­ევდნენ, რომ უნდა წახალისდეს­ ბიზნესსესხები, ანუ გირაოს უზრ­უნველყოფაზე უფრო მეტად­ ყურადღება უნდა მიექცეს სესხის დასამტკიცებლად წარდგენილ ბიზნესპროექტის სამომავლო შემოსავლიანობის მაჩვენებლებს.­ ექსპერტები ამბობდნენ, რომ მოსახლეობის გაზრდილი­ შემოს­ავლები ჭარბვალიანობამ­ შთანთქა­ და რომ არა ამ პრობლ­ემის დამძ­იმება, სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკა კი აჩვენებდა, რომ საქართველოს ბანკების მომ­გებიანობა¬ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.

ვწერდით, რომ "კრედიტინფო­ საქართველოს" ბაზაში 2005 წლიდან 22 მილიონი ჩანაწერია გაკეთებული - ინფორმაცია­ დახურული მიმდინარე სეს­ხების­ შესახებ ფიზიკურ და იურიდ­იულ პირებზე. 2017 წელს ჩანა­წერების რაოდენობა 4 მილიონით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ვწერდით იმასაც, რომ 2011-2017 წლებში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა სათამაშო ბიზნესში 9 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს და როცა ჭარბვალიანობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ აღებული კრედიტების დიდი წილი სწორედ აზარტული თამაშებისკენ მიემართებოდა და მიემართება. თუმცა 6 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა სათამაშო ბიზნესის საქმიანობის აუცილებელ რეგულაციებში მოსაქცევად. რა უნდა გააკეთოს ახლა ხელისუფლებამ და რით უნდა დაიძლიოს ქვეყანაში ჭარბვალიანობა?

"პრობლემა 13 წელიწადს გროვდებოდა"

ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ანალიტიკოსი: "ჭარბვალიანობის პრობლემა ახლა არ წარმოქმნილა, წლების განმავლობაში გროვდებოდა. საქართველოში გამართულ სსფ-ის ყველა შეხვედრას ვესწრებოდი 1993 წლიდან, ქვეყანაში მათი შემოსვლის დღიდან. შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საერთაშორისო­ ფინანსური ინსტიტუტების დამო­კიდებულება საქართველოს მიმართ პოზიტი­ურისკენ შეიცვალა და ბანკებს საქართველოში ფინანსური რესუ­რსების ინიექციის შესაძ­ლებლობა მიეცათ. შესაბამისად, მოიმატა ფინანსურმა რესურსებმა, კანონმდებლობაც შეიცვალა­ და სესხები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ, ნებისმიერი გირაოს სანაცვლოდ გაეცათ იპოთეკური სესხები და სასამართლოს გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტით ქონება გაეყიდათ ან თავის სახელზე გადაეფორმ­ებინათ. სესხის გაცემის გამარტ­ივებამ ის გამოიწვია, რომ ქონ­ება, რომელიც მანამდე არ იყო დატვირთული რაიმე სახის ვალდებულებით (რადგან კანონით რთული იყო იპოთეკით დატვი­რთული ქონებიდან ვინმეს გამო­სახლება), მასობრივად დაიტვი­რთა იპოთეკით. ამასობაში ორი ძირითადი კომერციული­ ბანკი საქართველოში ლონდონის­ საფონდო ბირჟაზე გავიდა, უცხოელმა­ ინვესტორებმა დაიწყეს საქართველოს ბანკებში დეპოზიტებზე თანხების განთავსება საკმაოდ მაღალ პროცენტში და ბანკებმა დაიწყეს ამ ვალდებულებების მოსახლეობაზე გადაკისრება.

ადგილობრივი ბიზნესი არც ითხოვდა ბანკებში ფინანსური რესურსის მოზიდვას, ამიტომაც ბანკებმა მთავარი ფსონი სამომხმარებლო სესხებზე დადეს. ალბათ, გახსოვთ, სუპერმარკეტებსა­ და ჰიპერმარკეტებში ისხდნენ საკრედიტო აგენტები და მომხმარებელს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე აძლევდნენ კრედიტებს. თუ მანამდე ორი-სამი საბანკო პროდუქტი არსებობდა, მათი რაოდენობა ბევრად გაიზარდა. გაჩნდა სხვადასხვა მაცდური შეთავაზებები და ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ 2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობაში ბანკის ვალის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა - ჩვენთან ყოველი 1000 კაციდან ვალი 710 მოსახლეს ჰქონდა.

ამგვარი შედეგი, კიდევ ერთ­ხელ მინდა ვთქვა, ერთბაშად არ დამდგარა, აქამდე ეტაპობრივად მივდიოდით და წლიდან წლამდე ხალხი გამომუშავებულ ფულს კი არ ხარჯავდა, არამედ ავანსად აღებულ ფულს მოიხმარდა­. რომ არა ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველომ 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიიღო, ქვეყანა ვერ დააღწევდა თავს კრიზისულ ვითარებას, რომელშიც 2007 წელს აღმოვჩნდით. დღეს ბანკებს ჭარბი ფული აქვთ, ბოლოს როდის ნახეთ მათი რეკლამა დეპოზიტების მოზიდვის თაობაზე? არ სჭირდებათ მოსახ­ლეობისგან აღებული ფულადი ვალდებულებები, რადგან ჭარბად­ აქვთ ფულადი რესურსი, ლარშიც და დოლარშიც.

2008 წელს ისლანდიას ჰქონდა დავალ­იანება, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტს 10-ჯერ აღემატებოდა. ქვეყანაში 3 კერძო ბანკი გაკოტრდა და შემდგომი 2 წლის განმავლობაში ეკონომიკა 10%-ით შემცირდა. რეფერენდუმის შედეგებით ქვეყანამ უარი განაცხადა ვალების გადახდაზე. ისლანდიის მაგალითს თუ გავიხსენებთ, იქ სახელმწიფო იდგა დეფოლტის წინაშე.

ჩვენთან სახელმწიფოს პრობლემა არა აქვს არც დეფოლტის და არც ბიუჯეტის შევსების კუთხით. ჩვენთან პრობლემა მოსახლეობას აქვს. საბ­ანკო სისტემის მიერ აღებული ვალი გაიცა მოსახლეობაზე და ახლა მას უწევს ამ ვალდებულებების გასტუმრება. ბანკები თავ­იანთ ვალდებულებებს 100%-ით ასრულებენ იმ მოსახლეობის ხარჯზე, რომლებმაც კრედიტები ხშირად გაუაზრებლად აიღეს. ბანკებმა ამ შემთხვევაში "ჭკუაში აჯობეს" მოსახლეობას და მაპატიეთ, მაგრამ, "შეტენეს" სესხები და ახლა მათ უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ვინმემ გააანალიზა, რატომ დაიწყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიკროსაფ­ინანსო ორგანიზაციების ბუმი? მას შემდეგ, რაც მოსახლეობას ბანკის ვალები დაუგროვდა და ვეღარ იხდიდა, მეორე მხრიდან შესთავაზეს სესხები უფრო ძვირი, უფრო კაბალური პირობებით, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, იძულებული შეიქნა, დასთანხმებოდა. მოსახლეობა ერთი სესხით მეორეს ფარავდა­ და ამით უფრო მძიმე დღეში ვარდებოდა. მაგალითად, თუ მოსახლეობას კომერციულ ბანკებში სესხი აღებული ჰქონდა 15, 20 და თუნდაც 25%-ში, არასაბანკო ორგანიზაციებმა მინიმუმ 100%-იანი სესხები შესთავაზეს. ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ამის ანალიზი და სამომხმარებლო სესხების გაცემა შეეზღუდა. კომერციულმა ბანკებმა მოსახლეობაზე ზეწოლა უნდა შეამცირონ. ეს პროცესი ახლა გამძაფრდა, მაგრამ ის 2005 წელს დაიწყო და მას შემდეგ გროვდებოდა. ამ პრობლემას საფუძველი 13 წლის წინ ჩაეყარა.

ვინმემ გამოიძია, ვინ იდგა და დგას ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკან? შემთხვევით, კომერციული ბანკები ხომ არ იდგნენ და ბანკის ვალები თავისივე ფულით, ოღონდ უფრო გაზრდილი და ძვირი­ ვალდებულებებით ხომ არ გადააფარვინეს­ კლიენტებს?

რომ გავიძახოდი, შესაბამისი უწყებები ბანკების საქმი­ანობით უნდა დაინტერესდნენ-მეთქი, ვინმემ შეისწავლა? როცა ურემი­ გადაბრუნდა და სოციალური ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ახლა გაახსენდათ მოსახლეობის ვალები. ნახეთ, რა მივიღეთ დღეს - ეკონომიკა იზრდება, ბიუჯეტი სრულდება, სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებებს მოსახლეობის წინაშე, კომერციული ბანკები გამართულად მოქმედებენ, მაგრამ მოსახლეობა უკიდურ­ესად გაღარიბდა და ქვეყანა სოციალური აფეთქების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გახსოვთ, საფრანგეთის დედოფალმა მარი-ანტუანეტამ რომ თქვა ფრანგ ხალხზე, თუ პური არა აქვთ, კრუასანები ჭამონო, რა მოჰყვა ამას საფრანგეთში, მოგეხსენებათ. დაახლოებით იმავე ვითარებაში ვართ ახლა ჩვენ, სამწუხაროდ, რევოლუციური ვითარება მწიფდება.
მილიარდობით ღირებულების ქონებაა ბანკებში გირაოთი დატვირთული. ფაქტობრივად, დასაგირავებელი არაფერი დარჩა­ საქართველოში, რაც შეიძლება ბანკებში­ კრედიტების სანაცვლოდ ჩაიდოს. შეიძლება ითქვას, მთელი საქართველო "დაზალოგებულია" კომერციული ბანკების მიერ. ცოტა უტრირებულია, როცა ივანიშვილი­ ამბობს, რომ ორმა კომერციულმა ბანკმა­ გადაჭამა ქვეყანა, მაგრამ ფაქტია, რომ ბანკები 1 ლარზე ნაკლებს ფულს არ ეძა­ხ­იან. არც ერთი მომსახურება ბანკებში 1 ლარზე ნაკლები არ ღირს. ამ ვითარებიდან­ ორი გამოსავალია: კომერციული ბანკების საქმიანობა სხვადასხვა რეგულაციით უნდა შეიზღუდოს, რათა პროცესის დრამატიზება შევაჩეროთ. ეს არ არის არც პრემიერ-მინისტრისა და არც ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილება, ეს არის ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახლაც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მაკროეკონომიკური პარამეტრები ნორმაშია. რა თავში სახლელად გინდა­ მაკროეკონომიკური პარამეტრები, თუ მოსა­ხლეობა შიმშილის პირასაა?! მე არ ვარ ის ადამიანი, რომ წაქცეულ კაცს წიხლი მივაყოლო, მაგრამ კვირიკაშვილს კარგად ვიცნობ, ინფორმაციას აქტიურად ვცვლიდით, სანამ ეკონომიკის მინისტრი იყო, მაგრამ მას შემდეგ ჩაიკეტა­, რაც პრემიერი გახდა. იცით, რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა? შეიძლება ითქვას, ის ეკონომიკის ერთი სეგმენტის - საბანკო და ფინანსური სეგმენტის, ფაქტობრივად, ჩრდ­ილოვან მმართველად გადაიქცა, დანარჩენი სექტორები კი ქვეყანაში მათი მინისტრების ანაბარა დატოვა. რთულია მოკლევადიანი და სწრფმოქმედი გამოსავლის მოძებნა. არც ივანიშვილისა და არც სახელმწიფოს რესურსები არ ეყოფა მილიარდობით დაგროვილ დავალიანებებს. ამ ვალებს­ რა დაფარავს? რა თქმა უნდა, მომხრე ვარ ვალდებულებების გასტუმრების. დამწყებმა ეკონომისტმაც იცის, რომ ბანკების გარეშე ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია, მაგრამ ახლა გვაქვს ის ვითარება, როცა ბანკებმა იმ ტოტის მოჭრა დაიწყეს, რომელზეც სხედან. ამიტომ ბანკებთან მოლაპარაკებით, ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ადამიანს ყოველთვიურად გონივრული თანხის გადახდა უწევდეს და საარსებო წყაროც რჩებოდეს.­ შესაძლებელია არაგონივრულად, არარაციონალურად დარიცხული ჯარიმა-საურავებიც გადაიხედოს. მოკლედ, გამოსავალი ბევრია, მთავარია, მონდომება".

"ჭარბვალიანობაში მთავარი დამნაშავე სიღარიბეა?!"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი: "არ მომწონს, როცა ადამიანები, რომლებსაც რაღაცების შეცვლა შეუძლიათ, პრობლემაზე მხოლოდ საუბრობენ და ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ. თუ მმართველ გუ­ნდს პრობლემის მოგვარ­ების ბერკეტი აქვს, იმოქმედოს. ივანიშვილის განცხადება­ ორ კომერციულ ბანკთან დაკავშირებით არ უნდა განვიხილოთ როგორც ბიზნესმენის განცხადება, ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის განცხადებაა. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ პარტიებმა და მათ შორის მმართველმა გუნდმა კვლევები ჩაატ­არეს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დემონიზებული სექტორი კო­მერციული ბანკებია. ივანიშვილიც ყველა ბანკს ხომ არ დასდებდა ბრალს ქვეყნის­ "გადაჭმაში", რადგან თავადაც ბანკის მფლობელია? ამიტომ გამოარჩია ორი ბანკი, რომლებიც ფინანსური სექტორის 70%-ს ფლობენ, და ქვეყნის დაქცევა დააბრალა.

დიახ, ბანკებს აქვთ ხარვეზები, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვაში, პრობლემური სესხების ამოღებაში, თუმცა ქვეყანაში სიღარიბისა და ჭარბვალიანობის ორი კომერციული ბანკისთვის დაბრალება, მეტისმეტია.

რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემა არსებობს, რადგან ქვეყან­აში სიღარიბეა, ხალხს არ ჰყოფნის შემოსავლები და სჭირდება ფული, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ სხვადასხვა ფინანსურ­ ინსტიტუტს და აქვთ არა მხოლოდ ბანკების­, არამედ ყველაზე პრობლემატური მცირე სესხები, რომლებსაც მეტწილად ე.წ. ინტერნეტგამსესხებელი ორგანიზაციები და მიკროსაფინანსოები გასცემენ. ჩემი აზრით, ბანკებზე მეტად, სწორედ მათი ბრალია ჭარბვალიანობა".

ემა ტუხიაშვილი
Gogita
05 აგვისტო 2018 15:14
აუუფ,აღშფოთებული ბატონი ყოფილი პრემიერი))) ეხლა გაუგია რომ გაჭირვებაა)))ეხლა გაუგია რომ ფულს არა მარტო ხეების გადარგვაზე ხარჯავენ,არამედ პურის საყიდლადაც000.ისე მთელი ქვეყანა არის თავისუფალი ვარდნის პერიოდში,კრახი უკვა გავიარეთ,ეხლა მხოლოდ ვარდნაა და უფსკრულის ძირს ვეძებთ,სადაც ხისტად დავენთხვევით ერთი ადგილით. ამ ეკონომიკის მრჩეველის(ბატონ ვაჟას) რჩევები ხომ საერთოდ გასაკვირვია,სახელმწიფო უნდა ჩაერთოს თურმე სათამაშო ბიზნესის რეგულაციაში?და რა,განა არ არის დარეგულირებული?თუ უნდა აუკრძალოს Vტქვათ და 100 ლარზე მეტის თამაში კვირაში ორჯერ?აი,საიდან ჩნდებიან ასეთი მრჩეველ-ეკონომისტები,აი სადაა დამარხული ჩვენი უბედურების სათავეები.ის რომ საყოველთაო დაზღვევამ გამოიწვია უსაფუძვლო ოპრაცია-მკურნალობების ბუმი,რომ ფული აუზროდ და განუსაზღვერალ იხარჯება(და აქ ნათლად ივეთება ერთ-ერთი მესამე საფინანსო ინსტიტუტის ინტერესები) ,ამაზე არ არის საჭირო ლაპარაკი?რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი უმრავლესობა ტენდერის ჩატარებისა და ქაღალდების შექმნის ეტაპზე მთავრდება(რასაც მერე ფულის მრავალნახსენებ ოფშორებზე მოჰყვება),ამაზე რატომ არ საუბრობენ?რავა ჯანყარაშვილია,თუ მისი შემდგომი მოხელეები,განა 200 ლარის ხარჯვის გამო გაანთავისუფლეს?
პრობლემა იმაშია,რომ ხალხი გაუნათლებელია,მთავრობა უსინდისოა,ხოლო მამამარჩენალს ან არ ესმის პრობლემის( დაბალი ინტელექტის გამო) ანდა არ უნდა დაინახოს ის.
gio
04 აგვისტო 2018 13:42
milioners kitxes pirveli milioni rogor ishoveo man ki ypacyxa pirvels tavi daanebe danarhense visaybroto xalxis gakvlefva didi xnis ykan daizko jer gagiormagefto da sheitana xalxma fyli tyrame qonda da syl zaartves mere orjer shezvales mere kuponio bolos kidev larit daagvirgvines ace ishoves pirveli milioni
ალექს
03 აგვისტო 2018 13:22
მევახშეს ფული საიდან ?
ბანკიდან !
კრედიტინფო სხვას კი არაფერს აკეთებს,ნახეთ ვინც დაადო თქვენს ქონებას იპოთეკა,თვითონ სად აიღო ან სად იღებს სისტემატიურად სესხს ?!

რედაქტორის რჩევით