რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს პური?
რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს პური?
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ამასთან, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება.

იმის გამო, რომ პურის წარმოებაში ფქვილთან ერთად ენერგომატარებლების წილიც საკმაოდ მაღალია, გამორიცხული არ არის, რომ მალე ფასმა პურზეც მოიმატოს.

მსხვილ მწარმოებლებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება პური, ამ ეტაპზე. თუმცა მცირე ზომის საცხობებში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პურზე ფასი
შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს.

"ფქვილი 30%-ით გაძვირდა, ახლა გაზიც ძვირდება, რაც ცხადია პურის თვითღირებულებას გაზრდის. თუმცა ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება ბაზარზე პური, დღეს ცოტა რთულია", - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს"  მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

"ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა და თუ არ შემცირდა მისი
ღირებულება, ენერგომატარებლების გაძვირებას ავტომატურად პურზე ფასის მატებაც მოჰყვება", - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა ბაქარ ბაკურაძემ. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (4)
სოსო
25 აგვისტო 2018 12:10
რატომ გაძვირდა გაზი?რატომ გაძვირდა ფქვილი?ხორბლის ახალი მოსავალი აღებულია და წესით ახლა უნდა გაიაფებულიყო,მაგრამ ვეღარ ძღებიან ღორები
ocneva ara kvaxi
20 აგვისტო 2018 01:47
Ocneba gisrulebt icnevebs gazi ati tetri deni 6 tetri es sawcavi xom gamoglijes mishas zlivs gaaiafes larit :D:D:D:D:D:D:D vai ravens patrons
ბებო
17 აგვისტო 2018 12:45
რა გვეშველება? როგორ ვიარსებოთ????????????????
grigori
17 აგვისტო 2018 10:35
კი არ გაძვირდება, არამედ უკვე გაძვირდა ! შეიხედეთ მარკეტებში !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები