რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს პური?
რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს პური?
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ამასთან, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება.

იმის გამო, რომ პურის წარმოებაში ფქვილთან ერთად ენერგომატარებლების წილიც საკმაოდ მაღალია, გამორიცხული არ არის, რომ მალე ფასმა პურზეც მოიმატოს.

მსხვილ მწარმოებლებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება პური, ამ ეტაპზე. თუმცა მცირე ზომის საცხობებში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პურზე ფასი
შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს.

"ფქვილი 30%-ით გაძვირდა, ახლა გაზიც ძვირდება, რაც ცხადია პურის თვითღირებულებას გაზრდის. თუმცა ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება ბაზარზე პური, დღეს ცოტა რთულია", - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს"  მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

"ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა და თუ არ შემცირდა მისი
ღირებულება, ენერგომატარებლების გაძვირებას ავტომატურად პურზე ფასის მატებაც მოჰყვება", - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა ბაქარ ბაკურაძემ. განაგრძეთ კითხვა