"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი?
"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის"  - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი?
"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ლარის მერყეობა გარკვეულწილად გვიცავს.

"ერთ-ერთ ძირითადი ბერკეტი კურსის გასამყარებლად არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერება. ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის თურქეთი. თუ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ძირითადი ვაჭრობა ხდება,
უფასურდება ვალუტა, ეს ზემოქმედებს ჩვენს ვალუტაზე. ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას
ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?! ჩვენ ეროვნულ ბანკთანაც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მათ პოლიტიკას და მათ საქმიანობას", - განაცხადა ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (2)
ალექს
18 აგვისტო 2018 08:15
აწარმოე საქართველოში,იმის გარდა ,რომ თითიდან გამოწოვილი ბიუჯეტის საწოვი საჩინოვნიკო ჩარხია,არაკონსტიტუციურიცაა და ანტი მსო წესებისაც გახლავთ,რადგან დოტაციის და პროტექციონიზმის ნიშნებს შეიცავს, ერთი და მეორე და მთავარი ისაა, რომ თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ლახავს ,ეს კი გაგანია კაპიტალიზმს აქრობს,მიშამ ერთხელ კი მოუთავა ხელი და როგორ უდგას სული,უნიავებთ არა,არ მინავლდეს ? !
ჩვენი ხელისუფლება საბჭოთა ნორჩი ლენინელების ბაზაზე შევარდნაძემ შექმნა და რაც იცოდნენ,იგივე ცოდნას იყენებენ დღეს-ძარცვა,ლამაზად,ლაზათით,საქვეყნო საქმეს "აკეთებენ " და შაურიც ჩვენო !
ანტიკონსტიტუციურია ლარიზაციის და იპოთეკური სესხების გაცემის ახალი ნორმები ,ისინი ზღუდავენ საკუთრების ,ქონების ,ფულის სარგებლობის კონსტიტუიციურ უფლებებს !
თავად ჩვენი სახელმწიფო აგებულია ასევე არაკონსტიტუციურ საარჩევნო და საგადასახადო,სამართლის სისტემებზე ,ისინი კი ანაქრონისტული,ფარატინა,უსახური ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური წითელი კუთხის შინაგანაწესის წონის ვითომ კონსტიტუციის საფუძველზე -მოჩქარეს მოუგვიანდესო !
ჰა მოიდა კომუნიზმი,ხაბარდა და სტარანიცა !
ალექს
18 აგვისტო 2018 08:13
ლარის ვარდნა ხელოვნური იყო,საჯიხურე ,ანუ სახალხო საყოველთაო ბირჟა ჩამორჩებოდა ეროვნულის ოფიციალურ კურსს,ანუ ბაზარზე დოლარი ჭარბად იყო,ნახევარ მილიარდზე მეტი შემოვიდა ივლისში ტურიზმით და ემიგრაციისაგან ,ნახევარიც ექსპორტით და ინვესტიციებით ,და მოგეხსენებათ ბლუმბერგზე ათეულ მილიონსაც ვერა ვაჭრობენ,როგორ დაუდგინდა მინორიტარულით მაჟორიტარულის კურსი,რა საარჩევნო კოდექსია ?!
დააბრუნეთ ლარი ბლუმბერგიდან და მოსპეთ კარტელები სავალუტე და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ,შეეშვით ტაციაური სოციალიზმის უკუღმართ გადმონაშთ ფორმებს ,თორემ გადაყვებით, როგორც გადაყვა არაერთი წითელი კომისარი !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები