"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი?
17-08-2018
"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის"  - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი?
"ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ლარის მერყეობა გარკვეულწილად გვიცავს.

"ერთ-ერთ ძირითადი ბერკეტი კურსის გასამყარებლად არის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ზოგადად ეკონომიკის გაძლიერება. ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის თურქეთი. თუ პარტნიორ ქვეყანაში, რომელთანაც ძირითადი ვაჭრობა ხდება,
უფასურდება ვალუტა, ეს ზემოქმედებს ჩვენს ვალუტაზე. ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს თავისთავად. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას
ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან გაძვირდება და ჩვენ ხომ არ გვინდა ეს?! ჩვენ ეროვნულ ბანკთანაც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მათ პოლიტიკას და მათ საქმიანობას", - განაცხადა ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით