"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა"
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა"
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა, თუმცა სამსახურმა 2 189 797 ლარი გასცა.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატს, სამსახურს 1 165 335 ლარი აქვს გაცემული, როცა ბიუჯეტით აღნიშნული თანხა
დამტკიცებული არ არის, ისევე, როგორც ხელფასზე დანამატი, რომელიც გასულ წელს სამსახურმა 3 253 349 ლარის ოდენობით გასცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 3 253 349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი შესაბამისი დასაბუთების გარეშეა გაცემული.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის
ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა.

ანგარიშში განმარტებულია, რომ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს.

„2017 წელს მოქმედი რედაქციით, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანებით არ მოითხოვებოდა ხელფასზე დანამატის გაცემის დასაბუთება. შესაბამისად, 2017 წელს 3 253 349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი გაცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე. 2017 წელს დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წელს, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანება ვერ უზრუნველყოფდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ანაზღაურების ფორმის ანალოგიური პრაქტიკის დამკვიდრებას, როდესაც დანამატი გაიცემა მოსამსახურის მიერ ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის დასაბუთების შემთხვევაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 8 თებერვალს N780 ბრძანებაში შესული ცვლილებით, აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა და განისაზღვრა დანამატის გაცემის კრიტერიუმები და გასაცემი თანხის ზედა ზღვარი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საშტატო ნუსხით დამტკიცებულია 660 ადამიანი, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულთა რიცხოვნობა 542-ია.

ანგარიშის სარეკომენდაციო ბარათში კი აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამსახურის საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტიურად დასაქმებულთა რაოდენობას, რადგან არასწორად დაგეგმვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების ათვისება ან გადანაწილება მუხლს შიგნით, პრემიებისა და დანამატების გასაცემად, არ შეიძლება კარგ პრაქტიკად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, საგამოძიებო სამსახურმა, საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, განსაზღვროს შტატით მომუშავეთა რეალურად საჭირო რიცხოვნობა, რაც უნდა გაითვალისწინოს საშტატო განრიგის დამტკიცებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოს ასანაზღაურებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 7 490 020 ლარი გასცა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები