Fitch-ის შეფასება საქართველოს ეკონომიკის საგარეო რისკებთან მიმართებაში მაკროეკონომიკურ მდგრადობას ადასტურებს
27-08-2018
Fitch-ის შეფასება საქართველოს ეკონომიკის საგარეო რისკებთან მიმართებაში მაკროეკონომიკურ მდგრადობას ადასტურებს
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის შესახებ აცხადებს.

ლექვინაძის თქმით, თურქეთში მიმდინარე მოვლენების ეფექტის გავლის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა რეიტინგი კიდევ ერთი საფეხურით გაიუმჯობესოს.

„რეგიონში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და ზოგიერთ მეზობელ ქვეყანში შექმნილი სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით.
ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენების ეფექტის გავლის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა რეიტინგი კიდევ ერთი საფეხურით გაიუმჯობესოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, რომ არა თურქეთის კრიზისი და რუსეთის მიმართ აშშ-ის შესაძლო სანქციების ეფექტი, საქართველოს რეიტინგი მეტი იქნებოდა.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული
ბიზნეს გარემო, რომელითაც საქართველოს „BB“ კატეგორიის ქვეყანებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ასევე პოზიტიურია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოს წინსვლა საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, ინფლაციის მაჩვენებელი, ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.

ლექვინაძის განცხადებით, ასეთი პოზიტიური შედეგი ხელისუფლების მიერ წარმოებულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ უდიდეს ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელიც მთავრობამ უკანასკნელ თვეებში გაწია.
ალექს
30 აგვისტო 2018 07:07
ნახეთ ახლა ამის ფიზიონომიური გამომეტყველება და თვინიერი თვალები,მიაკარი სკამს ,კლასიკური ჩინოვნიკია,ყველაფრისტი,ნებისმიერ სკამს მოერგება !

რედაქტორის რჩევით