დღეიდან, სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება
დღეიდან, სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება
დღეიდან, სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარევაჭრობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი პირის მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, კიდევ ერთი ცვლილება შეეხება თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის
შემთხვევაში ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმის მოცულობა 20 ლარს შეადგენდა. ამასთან, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც. ახალი ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.

კოდექსის მიხედვით, 4-ჯერ იზრდება შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. თუ აქამდე დამრღვევ პირზე ჯარიმა შეადგენდა
50 ლარს, დღეიდან ის 200 ლარამდე გაიზარდა. კოდექსი ასევე ითვალისწინებს კონფისკაციას ან 7-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
მკითხველის კომენტარი (2)
niko
13 სექტემბერი 2018 14:26
რატომ?
kaki
10 სექტემბერი 2018 17:07
თქვენი გაკეთებული საქმისა არა გააიშვა რა!!!! რა საჭიროა კოდექსში ცვლილება თუ ის არ სრულდება. მე დღეს 10 სექტემბერს, ორბელიანის მოაედანზე (ყოფილ კოლმეურნეობაზე), ჩვეულებრივად ვიყიდე "რაფიდან" ვაშლი და წავირე სახლში. დგას პუტკუნა ტიპი მოყუჩებულ ადგილზე (პსპ აფთიაქის წინ) და ვაჭრობს ბედნიერად. მაქვს კითხვა, თუ არავინ "კრიშავს" 1000 მანეთიან ჯარიმაზე წმსვლელი როგორ იქნება მოვაჭრე. 1000 ლარს ერთ თვეში ვერ შეაგროვებს. ასე რომ თქვენი აკრძალვები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. კი, გამოსაჩენ ადგილებს ერიდებიან, მაგრამ მოყუჩებულ ადგილებში ჩვეულებრივად ვაჭრობენ. ასე იყო, ასე არის და მუდამჟამს ასე იქნება. გაიგეთ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები