ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან? - რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია?
ვის გაუიაფდება სესხი პირველი სექტემბრიდან? - რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია?
პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა და სეს­ხის წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 100%-დან 50%-მდე მცირ­დე­ბა.

იც­ვლე­ბა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ხებ­ზე ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვე­ბის ოდე­ნო­ბაც. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მსეს­ხებ­ლის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბა, დღე­ზე სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ძი­რი­თა­დი თან­ხის 0.27%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს.

რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია და რა იც­ვლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სექ­ტემ­ბრი­დან - AMBEBI.GE ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტებს ესა­უბ­რა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის
ექ­სპერ­ტი - ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი:
სეს­ხის აღე­ბი­სას ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ხდე­ბა წლი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა. ეს ორი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბუ­ლია სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და ასა­ხავს სეს­ხის თან­ხა­ზე და­რი­ცხულ პრო­ცენტს, მაგ­რამ არ ასა­ხავს სეს­ხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა
ფი­ნან­სურ ხარ­ჯებს (რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად: სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და და­ზღვე­ვის სა­კო­მი­სიო, ასე­ვე, სეს­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სიო და ა.შ.), ხოლო ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის ის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ასა­ხავს სეს­ხის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ფი­ნან­სურ ხარჯს. ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი კი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ცავს, რო­გორც ნო­მი­ნა­ლურ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს, ასე­ვე სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სა და და­ზღვე­ვის, სეს­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სი­ოს, სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის სა­კო­მი­სი­ოს, და ა.შ.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სწო­რედ ეს ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი ანუ მომ­ხმა­რებ­ლის მიერ სეს­ხის აღე­ბი­სას გა­წე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ხარ­ჯი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 50%-ს. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი მხო­ლოდ სა­ლომ­ბარ­დე სეს­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყო 50%-ზე მა­ღა­ლი და 97-98% იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სექ­ტემ­ბრი­დან ბან­კებს ამ გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა მო­უ­წევთ.

სა­მომ­ხმა­რებ­ლო, იპო­თე­კუ­რი და სხვა სა­ხის სეს­ხე­ბის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა კი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილ­სა და ონ­ლა­ინ-გამ­სეს­ხებ­ლებს დას­ჭირ­დე­ბათ. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ბან­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ ტი­პის სეს­ხე­ბის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 50%-ს ისე­დაც არ აღ­წევ­და. ეს ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც სექ­ტემ­ბრი­დან გა­ა­ფორ­მე­ბენ რო­მე­ლი­მე სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. უკვე არ­სე­ბულ გრძელ­ვა­დი­ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა" - გან­მარ­ტავს "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი ანი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები