"მაბრალებენ, ვითომ ჩემს უკან ფარცხალაძე, მამაცაშვილი დგანან...“ - ვინ ცდილობს პურის ბაზრის კონტროლს?!
"მაბრალებენ, ვითომ ჩემს უკან ფარცხალაძე, მამაცაშვილი დგანან...“ - ვინ ცდილობს პურის ბაზრის კონტროლს?!
ფოტოზე: პარლამენტარი გოდერძი ჩანქსელიანი

პური გაძვირდება, ხორბლის გადამზიდავები კი აქციებით იმუქრებიან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, ივანე მაჭავარიანმა მას კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივი უწოდა და "როსტურიზმის" განცხადება მოიყვანა, სადაც უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საზღვართან შექმნილი დისკომფორტისა და მრავალკილომეტრიანი რიგების ასარიდებლად საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
პური სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია. შესაბამისად, ვინც აკონტროლებს პურის ბაზარს, დიდ შემოსავალთან ერთად, დიდ ძალაუფლებასაც
ფლობს. ბაზრის მოთამაშეები გვარწმუნებენ, რომ შეზღუდვის შემოღება ძალიან მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა და ფქვილის ფასების დაწესების საკითხი ქვეყანაში აიღო ვიწრო ბიზნესჯგუფმა, რომლ
ის უკანაც დიდი პოლიტიკური გავლენები დგას. მათი თქმით, ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ლობირებს. სხვათა შორის, ის თავად არის ერთ-ერთი მსხვილი მარცვლეულის იმპორტიორი კომპანია "ბევრილი ჯგუფის" 70%-იანი წილის მფლობელი. მის კომპანიას ელევატორები და წისქვილკომბინატები აქვს თბილისსა და ფოთში. იმავდროულად, დეპუტატი ჩანქსელიანი დღემდე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კერძოდ კი გამგეობის თავმჯდომარეა. გვაქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როცა პარლამენტის წევრი ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელია და რას ფიქრობს დეპუტატი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე, ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრს თავად ვკითხეთ.
"შემიძლია დავიფიცო, რომ ამაში წვლილი არ მიმიძღვის"

გოდერძი ჩანქსელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბლოკი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო":
- სრული ტყუილია, რასაც ჩემზე ამბობენ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემკენ ხელს იშვერენ, ერთი ფაქტი მაინც მოიყვანონ იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ მე ვლობირებდი ამ რეგულაციების მიღებას. ჩემთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებლისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზით შემოვა საქართველოში ხორბალი. თუმცა ისტორიულად საქართველოში ხორბალი გემებითა და მატარებლით შემოდიოდა. კონკურენტებისგან განსხვავებით, სატრანსპორტო კომპანიაც მაქვს და შემიძლია ხორბალი ავტომობილით შემოვიტანო. შესაბამისად, რასაც ჩემზე ამბობენ, კი მაღიზიანებს, მაგრამ რატომ უნდა გავღიზიანდე, როცა მართალი ვარ. რა თქმა უნდა, ტრაილერის მძღოლები შესაძლოა უკმაყოფილო არიან შეზღუდვის დაწესებით, მაგრამ თავიანთი მანქანებით მათ შეუძლიათ ხორბლის გარდა სხვა პროდუქციაც შემოიტანონ. დაახლოებით წელიწად-ნახევარია რაც ამ მიმართულებით გააქტიურდნენ და რას შვრებოდნენ მანამდე, ხომ ეზიდებოდნენ სხვა ტვირთებს?

რაც შეეხება ამ საკითხის ლობირებას, იკითხეთ პარლამენტში, ნებისმიერ დეპუტატთან ან ნებისმიერ კომიტეტში. არც იციან, ალბათ, რომ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ პარლამენტის დეპუტატი გავხდებოდი.

...
- თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შეეზღუდა თუ არა სახელმწიფოს ხორბლის ტრანსპორტირება საავტომობილო ტრანსპორტით?
- თუ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად შევხედავთ, ჩვენ ზღვა გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთ. ხვალ რომ ვიღაცამ მოიფიქროს და თქვას, ნავთობი იაფია რუსეთში და მოდი, ლარსის გავლით შემოვიტანოთო, მაშინ რა ქნან მოქალაქეებმა, ვინც ასევე ამ გზით გადაადგილდება? მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებით ბოლო დროს შემოდიოდა 50 ათას ტონამდე ბურღულეული. ბოლო 6 თვეში კი ხორბლის იმპორტში თითქმის 90% დაიკავა საავტომობილო გადაზიდვებმა, რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებელი იყო.
ამას ემატებოდა 40 ათას ტონამდე ტვირთი, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთში მიდიოდა. ის დაახლოებით 4 ათას ტრაილერს გადაჰქონდა. ეს ტრაილერები რუსეთიდან სავსე მოდის და უკან ცარიელი ბრუნდება. ჩვენი ქვეყანა ეგვიპტის ქარავანს დაემსგავსა. ჩემი შეხედულებით, ეს არასწორია.
გარდა ამისა, ჩვენი მეზობელი სომხები თუ აზერბაიჯანელები გაცილებით მეტ ფულს ტოვებდნენ საქართველოში გემით და რკინიგზით გადაზიდვებისას, ვიდრე ავტოტრანსპორტით, თან ფუჭდება გზებიც და მათი შეკეთება საქართველოს მილიონები უჯდება. გარდა ამისა, ხორბალი სტრატეგიული და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია და საავტომობილო გადაზიდვების დროს საფრთხე ექმნებოდა სტრატეგიულ მარაგებს ქვეყანაში - გზა რომ ჩაიკეტოს ლარსზე და ხორბალი ვერ შემოვიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! მოიკითხეთ, დღეს რამდენი ხნის მარაგი აქვთ ფქვილის მწარმოებლებს იმის გამო, რომ გადაზიდვების მნიშვნელოვანი წილი ავტოტრანსპორტმა დაიკავა. დამერწმუნეთ, 20 დღეზე მეტი მარაგი არავის აქვს.

- ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ თქვენ უკან ძალიან მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირი დგას...
- მაბრალებენ, ვითომ ეს არის ფარცხალაძე, მამაცაშვილი... არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილსაც თუ აბრალებენ ამ საქმეს. პარტნიორი რომ ვიყო ბიძინასი სადმე, გამიხარდება, მაგრამ არ არის ასე.
ხორბალი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ყველაზე გაჭირვებულ ფენებს შორის. დღეს ვისაც კარგად აქვს საქმე, პურს აღარ ჭამს ან ცოტას ჭამს. იხილეთ სრულად

fsiuuu
21 სექტემბერი 2018 04:51
მაშინ თურქებმაც ზღვით შემოიტანონ, ისინიც ქმნიან "პროპკებს" და გზასაც აფუჭებენ!!!
გუგუა
16 სექტემბერი 2018 17:31
ან საერთოდ რატო დაუშვეს ხორბლის მანქანებით შემოტანა?! აქამდე ხომ გემით და რკინიგზით შემოდიოდა ეს 6 თუ 7 თვეა დადიან მანქანებით და აუფ ატეხეს ამბავი არიქა აკრძალესო... არ უნდა დაეშვათ ეს 6 თვეც კი რომ ამათ სალაპარაკო არ ქონოდათ !
zara
11 სექტემბერი 2018 15:51
და თქვენ ლოგიკას თუ მივყვებით,თუ ხორბლის გადაზიდვა აფერხებს ტურიზმს,რომ ამბობთ ამ მანქანებით სხვა რამე შემოიტანონ რა პრობლემააო,ანუ მერე აღარ შეფერხდება ტურიზმი,ანუ აქედან დასკვნა,რომ ამ ხორბლის გადამზიდი მანქანებით ტურიზმის შეფერხება კი არა,ვიღაცას სურს კონკურენტების ჩამოშორება და ხორბლის მთლიანად გაკონტროლება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები