ფოტოზე: პარლამენტარი გოდერძი ჩანქსელიანი
პური გაძვირდება, ხორბლის გადამზიდავები კი აქციებით იმუქრებიან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, ივანე მაჭავარიანმა მას კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივი უწოდა და "როსტურიზმის" განცხადება მოიყვანა, სადაც უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საზღვართან შექმნილი დისკომფორტისა და მრავალკილომეტრიანი რიგების ასარიდებლად საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
პური სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია. შესაბამისად, ვინც აკონტროლებს პურის ბაზარს, დიდ შემოსავალთან ერთად, დიდ ძალაუფლებასაც "შემიძლია დავიფიცო, რომ ამაში წვლილი არ მიმიძღვის"
გოდერძი ჩანქსელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბლოკი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო":
- სრული ტყუილია, რასაც ჩემზე ამბობენ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემკენ ხელს იშვერენ, ერთი ფაქტი მაინც მოიყვანონ იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ მე ვლობირებდი ამ რეგულაციების მიღებას. ჩემთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებლისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზით შემოვა საქართველოში ხორბალი. თუმცა ისტორიულად საქართველოში ხორბალი გემებითა და მატარებლით შემოდიოდა. კონკურენტებისგან განსხვავებით, სატრანსპორტო კომპანიაც მაქვს და შემიძლია ხორბალი ავტომობილით შემოვიტანო. შესაბამისად, რასაც ჩემზე ამბობენ, კი მაღიზიანებს, მაგრამ რატომ უნდა გავღიზიანდე, როცა მართალი ვარ. რა თქმა უნდა, ტრაილერის მძღოლები შესაძლოა უკმაყოფილო არიან შეზღუდვის დაწესებით, მაგრამ თავიანთი მანქანებით მათ შეუძლიათ ხორბლის გარდა სხვა პროდუქციაც შემოიტანონ. დაახლოებით წელიწად-ნახევარია რაც ამ მიმართულებით გააქტიურდნენ და რას შვრებოდნენ მანამდე, ხომ ეზიდებოდნენ სხვა ტვირთებს?რაც შეეხება ამ საკითხის ლობირებას, იკითხეთ პარლამენტში, ნებისმიერ დეპუტატთან ან ნებისმიერ კომიტეტში. არც იციან, ალბათ, რომ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ პარლამენტის დეპუტატი გავხდებოდი.
...
- თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შეეზღუდა თუ არა სახელმწიფოს ხორბლის ტრანსპორტირება საავტომობილო ტრანსპორტით?- თუ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად შევხედავთ, ჩვენ ზღვა გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთ. ხვალ რომ ვიღაცამ მოიფიქროს და თქვას, ნავთობი იაფია რუსეთში და მოდი, ლარსის გავლით შემოვიტანოთო, მაშინ რა ქნან მოქალაქეებმა, ვინც ასევე ამ გზით გადაადგილდება? მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებით ბოლო დროს შემოდიოდა 50 ათას ტონამდე ბურღულეული. ბოლო 6 თვეში კი ხორბლის იმპორტში თითქმის 90% დაიკავა საავტომობილო გადაზიდვებმა, რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებელი იყო.
ამას ემატებოდა 40 ათას ტონამდე ტვირთი, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთში მიდიოდა. ის დაახლოებით 4 ათას ტრაილერს გადაჰქონდა. ეს ტრაილერები რუსეთიდან სავსე მოდის და უკან ცარიელი ბრუნდება. ჩვენი ქვეყანა ეგვიპტის ქარავანს დაემსგავსა. ჩემი შეხედულებით, ეს არასწორია.
გარდა ამისა, ჩვენი მეზობელი სომხები თუ აზერბაიჯანელები გაცილებით მეტ ფულს ტოვებდნენ საქართველოში გემით და რკინიგზით გადაზიდვებისას, ვიდრე ავტოტრანსპორტით, თან ფუჭდება გზებიც და მათი შეკეთება საქართველოს მილიონები უჯდება. გარდა ამისა, ხორბალი სტრატეგიული და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია და საავტომობილო გადაზიდვების დროს საფრთხე ექმნებოდა სტრატეგიულ მარაგებს ქვეყანაში - გზა რომ ჩაიკეტოს ლარსზე და ხორბალი ვერ შემოვიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! მოიკითხეთ, დღეს რამდენი ხნის მარაგი აქვთ ფქვილის მწარმოებლებს იმის გამო, რომ გადაზიდვების მნიშვნელოვანი წილი ავტოტრანსპორტმა დაიკავა. დამერწმუნეთ, 20 დღეზე მეტი მარაგი არავის აქვს.
- ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ თქვენ უკან ძალიან მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირი დგას...
- მაბრალებენ, ვითომ ეს არის ფარცხალაძე, მამაცაშვილი... არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილსაც თუ აბრალებენ ამ საქმეს. პარტნიორი რომ ვიყო ბიძინასი სადმე, გამიხარდება, მაგრამ არ არის ასე.
ხორბალი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ყველაზე გაჭირვებულ ფენებს შორის. დღეს ვისაც კარგად აქვს საქმე, პურს აღარ ჭამს ან ცოტას ჭამს. იხილეთ სრულად
ამ მიშამ ედუარდი,იმან მჟავანაძე იგივე ჩარჩოში ჩააჩოჩა,არაფერი არსებითად კი არ შეცვლილა ,პიარის ხელოვნების გარდა !
როგორ შეიცვლებოდა ,როცა მიშა თავად იყო მოქკავშირის ლიდერი,საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,იუსტიციის მინისტრი ,რას და ვის შემოუწყო ვარდები ,თავის თავს თუ ,მისნაირი ბურჯანაძე გადააგდო, თუ ჟვანია, მეორე პირები იყვნენ სახელმწიფოსი და ასეთებადვე დარჩნენ ,აბა რაიკომის და ცეკას მდივნები დაიქნია, თუ მათი ოჯახის წევრები ,ეგერ აწერენ ხელს ნეფედოვის ნეკროლოგს ?!
ჭამდა ბევრი სხვისას ცოტ-ცოტას,ახლა ცოტა ჭამს, ისევ სხვისას, ბევრ - ბევრს !!!!!
აი სხვაობა !