მკვლელობის ტოლფასი გეოლოგიური დასკვნა - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი
მკვლელობის ტოლფასი გეოლოგიური დასკვნა -  ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი
საქართველოში მშენებლობების ნაწილი გეოლოგიური კვლევის გარეშე და ზოგჯერ ყალბი გეოტექნიკური დასკვნების საფუძველზე მიმდინარეობს.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ თუ მშენებლობას აპირებთ, გეოლოგიური დასკვნა ისე შეიძლება აიღოთ, გეოლოგმა ნაკვეთი, სადაც მშენებლობას გეგმავთ, თვალითაც არ ნახოს.


როგორც ირკვევა, კვლევებსა და საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე გვთავაზობს. ჟურნალისტმა პირველივე მითითებულ ნომერზე დარეკა და საუბარიც ჩაწერა, რომელსაც სრულად გაზეთის 10 სექტემბრის ნომერში ნახავთ.

საბოლოოდ კი ასეთი პასუხი
მიიღო: "გეოლოგიური დასკვნა თუ მხოლოდ ფორმალურად გინდათ, 250 ლარი ღირს, ხოლო თუ ისე, როგორც საჭიროა - 500 ლარი. ასეც კეთდება და ისეც"

"თქვენც შეგიძლიათ, დაირქვათ გეოლოგი, დასკვნა დაწეროთ, ფარატინა ფურცელზე ბეჭედი დაარტყათ და გასცეთ"


უჩა ზაქაშვილი, ექსპერტი სამშენებლო სამართალში:

- მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისას მენაშენეს ევალება,
ჩაატაროს გეოლოგიური კვლევა და ჰქონდეს კონსტრუქციული პროექტი, ოღონდ ამის ადმინისტრირებას სახელმწიფო არ ახდენს, ამიტომ, როგორც წესი, ბიზნესი ყიდულობს გეოლოგიურ კვლევებს. ეს არის სამარცხვინო პრაქტიკა! ამას ყიდულობენ მყიდველის თვალის ასახვევად, რადგან კანონმდებლობით მშენებლობის ნებართვის მისაღებად გეოლოგიური კვლევის არქიტექტურის სამსახურში წარდგენა არ ევალებათ, თუმცა ევალებათ, ეს კვლევა ჰქონდეთ ობიექტზე. ამ შემთხვევაში გეოლოგიური კვლევის ყიდვა უფრო იოლია, რადგან მას მაინც არავინ შეამოწმებს.
...
არ შეიძლება ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა, სეისმორისკების თვალსაზრისით გეოლოგიური ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყოს და გეოლოგიური კვლევები იყიდებოდეს. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან  იხილეთ სტატია სრულად


ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (3)
giorgi
17 სექტემბერი 2018 01:55
eqsperti ucha zaqashvili axla rom exspertobs 10 celi meriashi romel samsaxurshi mushaobda da ra tanamdebobaze??? mashin rom amoego xma da martla sheecvala rame axla vis gaakritikebda.
ადამიანი
11 სექტემბერი 2018 05:07
ეს რა უბედურება გვჭირ რა, ღვინის საწარმოში და ჯიხურებში პატარა საეჭვო ქმედებაზესპეც.ნაზით შედიან და ამხელა მშენებლობას არავინ აკონტროლებს! ანუ , უპატრონობა და უწესრიგობაა!
ტატო
10 სექტემბერი 2018 14:22
კარგია,რომ დაწერეთ,მაგრამ რა,შედეგი იქნება ნული.რედაქციამ უნდა შეძლოს ამ თემაზე მუდმივი სტატიებით აიძულოს პროკურატურა აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები