ლარი უფასურდება, ფინანსთა მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ყველაფერი რიგზეა
ლარი უფასურდება, ფინანსთა მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ყველაფერი რიგზეა
ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა მორიგ ჯერზე გაუფასურდა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6126 ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე მაჭავარიანმა ჟურნალისტების შეკითხვას დღეს ფოთში უპასუხა.

„ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ მცოცავი კურსი გვაქვს და შესაბამისად, ეს ის ერთადერთი სწორი გზაა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს,” - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მკითხველის კომენტარი (1)
ალექს
11 სექტემბერი 2018 15:03
ლარი დოლარის გადამყვანი კოეფიციენტია,არაა ფული,არც ერთადერთი საგადასახადო საშუალებაა,მისი კურსი ყალბია და ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია,ვერ დააგროვებ ,ვერაფერს იყიდი რაც ფასობს ისეთს ,ასეთს ფასი დოლარში აძევს !
ბაზარში რომ კიტრს ყიდულობ,ირანულს კი არა ,აი ჩვენსას ,იმის ფასიც დოლარიდან ლარის კურსზე გადაყვანითაა ნაანგარიშევი !
ქვეყანაში რეალურად ბრუნავს დოლარი ,ღიად,აშკარად ,ლარი კი ინსტრუმენტია სამაქინაციოდ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები