"ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა“ - რას ამბობს ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის ხელმძღვანელი
"ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა“ - რას ამბობს ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის ხელმძღვანელი
"ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ crediton.ge-ს ხელმძღვანელმა სანდრო ლომაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებები ფონდ "ქართუსა“ და საფინანსო ორგანიზაციებს შორის აგვისტოს ბოლოდან დაიწყო.

"ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, იყო მსჯელობა თანხაზე. თავდაპირველად ტარიფზე ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა საბოლოოდ გარიგება შედგა. მათ ძალიან ბევრი კომპანიისგან იყიდეს პორტფელი.

ზოგადად ბაზარზე არის რაღაც ტარიფი დამკვიდრებული და ამ ტარიფით მუშაობს თითქმის ყველა, მაგრამ "ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა და ამით
ყველა პორტფელის გამყიდველი მხარე კმაყოფილი დარჩა. ეს იყო ჯანსაღი ბიზნეს-გარიგება. არ მეგონა, რომ დღეს ეს გარიგება ასეთი აქტუალური გახდებოდა, რადგან მანამდე გაცილებით ბევრი აქტივი გაგვიყიდია“, - განაცხადა ლომაძემ.

მისივე თქმით, "ქართუმ“ ვალდებულებები მთლიანად იყიდა, ანუ მან შეიძინა როგორც ძირი, ასევე დაწესებული პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.

სანდრო ლომაძის განცხადებით, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა, თანხის გადახდა კი დეკემბრის დასაწყისში მოხდება, რის შემდეგაც კომპანია "ქართუს“ კუთვნილ ვალდებულებას გადაუფორმებს. გაგრძელება
ალექს
25 ნოემბერი 2018 15:50
ეს შედეგია,ხოლო მიზეზია ის , რომ ნაცქოცმოქკავშირმა შეკრა ოლიგარქიული კარტელი საბანკო საფინანსო სექტორთან,მის უმაღლეს და საშუალო რგოლის მენეჯმენტთან ,რომელთა ერთობლივი პროექტი გახლდათ ექსპრეს და ონლაინ სესხები,რასაც წინ უსწრებდა აბსოლუტურად გათვლილი ანტიკონსტიტუციური კრედიტინფოს მეშვეობით "გაშავების" პროცესი,რათა ბანკიდან განეთესათ მიკროსაფინანსოებში და ონლაინებში და მევახშეებთან სესხის მომლოდინე მოქალაქენი ,რომელთაც შეგნებულად არ უფინანსებდენენ ბიზნესს,პარავდნენ ბიზნესიდეას,ცაიტნოტში წაუკითხავად თავს ახვევდნენ კაბალურ პირობებში წვრილი შრიფტით შესრულებულ მსხვილტანიან საიპოთეკო კონტრაქტს დამძიმებული გრაფიკით შემჭიდროვებულ ვადებში ,ანუ წინასწარგათვლილ წარუმატებელ ბიზნესს ,იგივე სექტორში კი თავად ეწეოდნენ მონოპოლისტურ საქმიანობას ,აბა კონკურენტს შეიქმნიდნენ ?!
ეს ბანალური და მარტივი ოპერაცია რეალურად სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულია და პასუხსაც აგებენ,ვალი არა ტოროლა !
ეს წანაგლეჯის ნარჩენია და არც თავი ფული არ ეკუთვნოდათ,უნდა მოიტანონ უკან,პირველ რიგში მიშამ და მიშასტებმა ,მერე ქოცებმა და მოქკავშირმა,რომელმაც წინასწარ მოახდინა ეკონომიკის (და პოლიტიკისაც) მონოპოლიზაცია,მოსპო თავისუფალი ბაზარი,განდევნა იქიდან უპარტიო აპოლიტიკური რიგითი მოქალაქე ,რომელიც გასწირა თვითდასაქმებისა და უმუშევრობისათვის ან კაბალურ პირობებში მუშაობისათვის ,ემიგრაციისათვის,ლარის კურსის მანიპულირებით ,დეზინფორმაციის და ტაშფანდურ დადგმულ შოუკონცერტების ფონზე ერი დეგრადაციის გზას გაუყენა !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?