"ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა“ - რას ამბობს ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა“ - რას ამბობს ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის ხელმძღვანელი

"ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ crediton.ge-ს ხელმძღვანელმა სანდრო ლომაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებები ფონდ "ქართუსა“ და საფინანსო ორგანიზაციებს შორის აგვისტოს ბოლოდან დაიწყო.

"ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, იყო მსჯელობა თანხაზე. თავდაპირველად ტარიფზე ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა საბოლოოდ გარიგება შედგა. მათ ძალიან ბევრი კომპანიისგან იყიდეს პორტფელი.

ზოგადად ბაზარზე არის რაღაც ტარიფი დამკვიდრებული და ამ ტარიფით მუშაობს თითქმის ყველა, მაგრამ "ქართუმ“ გარიგებაში რეალურზე ძვირი გადაიხადა და ამით ყველა პორტფელის გამყიდველი მხარე კმაყოფილი დარჩა. ეს იყო ჯანსაღი ბიზნეს-გარიგება. არ მეგონა, რომ დღეს ეს გარიგება ასეთი აქტუალური გახდებოდა, რადგან მანამდე გაცილებით ბევრი აქტივი გაგვიყიდია“, - განაცხადა ლომაძემ.

მისივე თქმით, "ქართუმ“ ვალდებულებები მთლიანად იყიდა, ანუ მან შეიძინა როგორც ძირი, ასევე დაწესებული პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.

სანდრო ლომაძის განცხადებით, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა, თანხის გადახდა კი დეკემბრის დასაწყისში მოხდება, რის შემდეგაც კომპანია "ქართუს“ კუთვნილ ვალდებულებას გადაუფორმებს. გაგრძელება