"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!
"შავი სიიდან" მოვალეები კერძო მევახშეთა კლანჭებში გადაინაცვლებენ?!
პირველი იმედგაცრუება მოსა­ხლეობას, სავარაუდოდ, სწორედ დღეს, 3 დეკემბერს ელოდება, როცა აღმოაჩენს, რომ ფინანსთა მინისტრის დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვის შეეხება ვალების ჩამ­ოწერა. ივანე მაჭავარიანი 19 ნოემბერს დაგვპირდა, რომ არა უგვიანეს 3 დეკემბრისა იქნებოდა მზად ვებგვერდი, სადაც "შავ სიაში" შესულ პირებს შესაძლებლობა ექნებოდათ ენახათ, შეეხება თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე საკრედიტო ორგანიზა­ციები ფონდ "ქართუს" მოვალეთა სიებს აწვდიან, რაც ფინანსისტებს ბევრ კითხვას უჩენს, მათ შორის,
"შავი სიიდან" 600 000 მოვალის ამოღების პერსპექტივაზე...

ირაკლი ბერძენაძე, არასაბანკო დაწესებულებათა ასოცია­ციის თავმჯდომარე: "ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ ჩამოყალიბებულა ის ფუნდამენტ­ური საკითხები, რომელთა მიხედ­ვითაც უნდა წარმართულიყო ვალ­ების ჩამოწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გახმიანებულ მიზნებს. მაგალითად, ვინ უნდა მიაწოდოს
ფონდს იმ პირთა სია, ვისაც შემდეგ ხელის­უფლება ვალებს ჩამოაწერს? თავად საკრედიტო ორგანიზაციებმა თუ "კრედიტინფომ"? თუ ხელისუფლება "კრედიტინფოს" მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 600 000 კაცს აქვს გადაუხდ­ელი ვალი, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს, რის გამოც ისინი "შავ სიაში" მოხვ­დნენ, მაშინ რატომ გაჭიანურდა მათი სიების მიწოდება და რატომ ითხოვენ ამ მონაცემებს ფინანსური ინსტ­იტუტებიდან? ერთიც არის, თუ ფონდი საკრედიტო ორგანიზაციების სიებს დაეყრდნობა, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ამ მონა­ცემებში მაქსიმალურად ჩადონ თავიანთი ინტერესები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საკრედიტო ორგანიზაციებთან, რაც ნიშნავს, რომ ვალების ჩამოწერა ისე ადვილად ვერ დაიწყება, როგორც გვპირდებოდნენ.

- პროექტის მიზანი უნდა ყოფ­ილიყო ჭარბვალიანობის შემცირება და "შავ სიაში" მყოფი პირების­თვის შესაძლებლობის მიცემა, რომ კვლავ აქტიურ ეკონომიკურ აგენტ­ებად იქცნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარია­ სესხებზე, რომლებიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია. შესაბამისად, დაპირე­ბულ შედეგს როგორ მივიღებთ?
- გამორიცხულია, ასეთი ვალ­დებულებების ჩამოწერით ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა მოიხსნას. ეს იყო, ფაქტობრივად, უიმედო სესხები, რომელთა თავიდან მოცილებითაც ბანკებმა­ საკრედიტო პორტფელი გაისუფთავეს. ეს იყო სესხები, მათ შორის დაახლოებით 150 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქის ვალი, რომელსაც ისინი ვერ იხდიდნენ, ვერც გადაიხდიდნენ და რომელიც ფონდმა "ქართუმ" იყიდა შემცირებულ ფასად.

ყველანი ხვალაც რომ ამოშ­ალონ "შავი სიიდან", ნებისმიერ ბანკს თუ არასაბანკო ორგანიზაციას აქვს საკრედიტო და ფინანსური ინფო­რმაცია თავის კლიენტებზე და რისკჯგუფში მოხვედრილი პირებისთვის სესხის გაცემას დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან.
როცა ხელისუფლება ჭარბვა­ლიანობის შემცირებას ისახავს მიზნად, ისეთ მოქალაქეებს უნდა გაუწოდოს დახმარების ხელი, ვინც გაჭირვებით, ზოგჯერ შეფ­ერხებით მაინც იხდის საკრედ­იტო ვალდებულებებს და ამაში საკუთარი შემოსავლების დიდ წილს ხარჯავს. მთავრობის ამგვარი მიდგომით უპირველესად სამა­რთლიანობის პრინციპი დაირღვა­ - უპასუხისმგებლო გადამხდელი წაახალისეს იმ საფუძველზე, რომ დიდი ხანია, შეგნებულად არ გად­აუხდია სესხი, ხოლო, ვინც შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ვალების მომსახურებას ახმარს, კვლავ სავალო ორმოში ჩატოვეს. თუ ხელისუფლებას ჭარბვალიანობის შემცირება უნდოდა, სწორედ ასეთებს უნდა დახმარებოდა. შეეძლო შეემუშავებინა განსაზღვრული პოლი­ტიკა სესხებზე დარიცხულ ჯარიმა-საურავებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ან გაენულებ­ინა ისინი, ან საგრძნობლად შეემცირებინა. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო ამ სასესხო ვალდებულებების იმგვარად გადანაწილება, რომ თითოეულ გადამხდელს მისცემოდა შესაძლებლობა, შემოსავლებიდან შედარებით ნაკლები­ თანხა გად­აეხადა ვალის მომსახურებისთვის. ეს მნიშვნელოვანი შვება იქნებოდა მძიმე სავალო ტვირთის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის და ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარებოდა. მათ მეტი თანხა დარჩებოდათ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თუ მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. აი, აქ უნდა გამოსულიყო გარანტორად სახელმწიფო და მომრიგებლის როლი შეესრულებინა საკრედიტო ორგანიზაციებსა და მევალეებს შორის, რომ ერთი მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტებს შეედგინათ მსესხებლებისთვის გადახდის გრძელვადიანი, შეღავათიანი გრაფიკი, ხოლო მათ, თავის მხრივ, ეს შეღავათიანი­ პირობები შეესრულებინათ. ამით ჭარბვალიანობასაც შევამცირებდით და ამ ადამიანებს შესაძლ­ებლობას მივცემდით, უფრო აქტიური ყოფილიყვნენ ეკონომიკაში. სწორედ ეს იქნებოდა სამართლიანი და მასშტაბური სოციალური პროექტი.

- როგორც საბანკო ისე არას­აბანკო დაწესებულებებისთვის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლებითაც სესხის აღება გართულდება. წესდება ლიმიტები შემოსავლების მიხედვით.
- მოქალაქეთა უმეტესობა სასესხო პირამიდის მსხვერპლია. ჯერ ერთ ბანკში აიღო ვალი, ვერ იხდიდა და სხვა ბანკს მიაკითხა პირველის გადასაფარავად, მაგრამ ვალად აღებული თანხა რომ დახ­არჯა, მიხვდა, ახალი სესხის მომსახურება კიდევ უფრო უჭირდა და ახლა მესამე ბანკში უფრო დიდი ვალი აიღო, რომ მეორე ბანკის სესხი გადაეფარა. მერე ბანკებმა რომ სესხი აღარ მისცეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიაკითხა. ამასობაში ყველაფერი დაალომბარდა, სასესხო ონლაინორგანიზაციებიდანაც ისესხა და ბოლოს ერთადერთ "საშველად" კერძო მევახშეები დარჩა.
იმ რეგულაციებით კი, რომლებიც 1-ლ იანვარს ამოქმედდება, ხელისუფლება თავად უბიძგებს მოსახლეობას, რომ ფული სხვად­ასხვა მეთოდით მოიძიოს. ნებისმ­იერი მკაცრი რეგულაცია აჩენს შავ ხვრელებს კონკრეტულ სექ­ტორში - ანუ ჩვენ ვართულებთ სესხის აღებას საკრედიტო ორგ­ანიზაციაში და ამით ვუბიძგებთ მსესხებელს, მივიდეს კერძო პირთან, რომელსაც არავინ აკონტროლებს. ეს უფრო გაზრდის ჭარბ­ვალიანობას. ჯერ ერთი, კერძო მევახშეები სესხს ბევრად მაღალ პროცენტად გასცემენ და ბევრად უკეთესია, მსესხებელს საქმე კომპანიასთან ჰქონდეს, რომელთანაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სამართლებრივად იდავოს, ვიდრე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დარბოდნენ სესხების ამოსაღებად.

- როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კვლავ მწვავე გამოწვევაა კერძო მევახშეებისგან დაზარალებულთა­ პრობლემა. მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ დადებით შედეგს მიაღწევენ.
- ქუჩური გარჩევები ვალების ამოღებაში ჩვეულებრივი ამბავია. მევახშეები არანაირ გადასახადს არ იხდიან და უფრო სწრაფად იღებენ მოვალისგან ფულს, ვიდრე ბანკები. თუ ხელისუფლებას ამ საკითხის დარეგულირება სურს, უნდა შეისწავლოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, რადგან პირი, რომელსაც აქვს კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან, არ შეიძლება იყოს ფულის გამსესხებელი. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მევახშეობს. როგორც დაგვპირდნენ, 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, რომლისაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს მართებს სესხი. რეგისტრაციას ეროვნული ბანკი ჩაატარებს, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთი 10.000 ლარი იქნება. ვნახოთ, დაექვემდებარებიან თუ არა ამ რეგულაციას მევახშეები და აღრიცხავენ თუ არა მათ. სხვა შემთხვევაში, მათი მძევალი უფრო მეტი მოქალაქე გახდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები