"მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი პურზე ფასის მატებაზე?
"მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს" - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი პურზე ფასის მატებაზე?
მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

"პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი, მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია,
ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ",- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში პურის ფასმა 5-10
თეთრით მოიმატა.

"ინტერპრესნიუსი"

კ ო მ ბ ლ ე
16 დეკემბერი 2018 03:32
მიშას ბარკალი მიაქვს, ხორბალს ახალაიები იპარავენ, კარტოფილს უგულავა, თხილს ფაროსანა და რა მაინტერესებს იცით?
ბიძო რითი ცხოვრობს? რას იპარავს, ან რა აქვს ისეთი მოპარული რომ......
ლაშა
12 დეკემბერი 2018 13:15
მიშა იდებს ჯიბეში:):):)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?