5 ევროპული ქალაქი, სადაც ახალი წლის შეხვედრა იაფია - კვირის პალიტრა

5 ევროპული ქალაქი, სადაც ახალი წლის შეხვედრა იაფია

ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. ტურისტული კომპანია Oktravel-ი ევროპის იმ ხუთ დაბალბიუჯეტიან მიმართულებას ასახელებს, სადაც ახალი წლის შეხვედრა შედარებით იაფი ჯდება.

ჩამონათვალში ლიდერობს პარიზი, სადაც ახალი წლის გატარება 780 ლარიდან არის შესაძლებელი. შობა-ახალი წელი საფრანგეთში კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაულია. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია - ხამანწკები, ფრანგული შამპანური, „ფუა-გრა“ (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). სადღესასწაულო დესერტს კი ცნობილი საშობაო ნამცხვარი „შეშა“ (ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი წარმოადგენს.

ასევე საკმაოდ იაფი ჯდება ახალი წლის არდადეგების გატარება რომში. კერძოდ, რომაული ახალი წელი დაახლოებით, 810 ლარი დაგიჯდებათ. იხილეთ სრულად