ეკონომიკის მინისტრი: "ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც"
ეკონომიკის მინისტრი: "ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც"
ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, როდესაც ქვეყანაში დოლარის მოცულობა მეტია, ამ სიტუაციაში ლარის კურსი მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლით შეიძლება დაეცეს.

„ყველა ფიქრობთ ლარის კურსზე. არ მოგაწყენთ ბევრი ციფრით, ბევრი გათვლაა გაკეთებული. ძირითადი გზავნილი აქ არის შემდეგი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა, ის
შეიძლება იყო გამყარებული კიდეც, მაგრამ როგორც მინიმუმ იქნება სტაბილური. ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. მარტივად რომ ვთქვა, ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც. დოლარი უნდა იყოს ნაკლები. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018
წლებს შორის. ნაკლები კი არა 65 მილიონი დოლარით მეტი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ამ სიტუაციაში ლარი მხოლოდ შეიძლება იმით გაიაფდეს, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
14 იანვარი 2019 16:30
ნაცმოს დანაშაულია ლარის კურსის აცურება ბლუმბერგში -ის კარტელეში მიშას ხუშტურით დგინდებოდა და არა რეალური მიწოდება მოთხოვნით და ვალუტის შედინება გამოდინებით ,კურსი რეალური რომ ყოფილიყო ,ის გაყვებოდა მდოვრედ საგადასახადო ბალანსის დინებას და არ ექნებოდა პერიოდულად განმეორებადი ხანმოკლე და მოკლევადიანი გამყარება გაუფასურების კრიტიკული ექსტრემუმები,ანუ ერის ძარცვის შავი დღეები და კვირეებიც,დღესაც რომ გრძელდება ,(დიახ, ქოცი მოერგო მიშას სისტემას ,ერთნი არიან ბირთვშიც და გარცმშიც,ივანიშვილია ყველაზე დიდი მოქკავშირელი ,რომელმაც შვა ნაცი ,აფინანსა მოქკავშირის ეს მშობიარობაც და ყმაწვილკაცობა ხომ დაუფინანსა მსუყედ ნაცებს,ახლაც ნაცმოს აფინანსებს ქოცების ამოწინაურებით,ირიბად და საკუთარი სურვილის გარეშე ,დაფიქრდეს და მიხვდება ,რას აკეთებინებენ უგვანი ქოცების რჩენით:აფინანსებინებენ ნაცების მობრუნება რეაინკარნაციას,თუ თავისი სურვილით შვება ,ძააანაც მიუქარნია! )ასეა!
29 დეკემბერი 2018 19:22
ვიყიდოთ ქართული, ვაკეთოთ ქართული პროდუქციით და ნედლულით მაქსიმალურად ყველაფერი!
zuraa
27 დეკემბერი 2018 22:51
შეამცირეთ იმპორტი ადგილობრივი წარმოების განვითარებით!! და დოლარი უფრო მეტი დარჩება ეკონომიკაში! რეზერვების ყიდვაც არ დაჭირდება ეროვნულს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?