2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში დაეკისრება თუ არა მეპატრონეს საფასურის გადახდა - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
03-02-2019
2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში დაეკისრება თუ არა მეპატრონეს საფასურის გადახდა - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც სურსათს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს.

"ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის
გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

zizilo
21 მარტი 2019 14:57
დიხ ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას., რაც ძალიან ცუდია.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები