"1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში­ შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს!"
"1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში­ შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს!"
იმ შემთხვევებიდან, რაც გახმაურდა, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ბუნებრივი­ აირის გაჟონვით, და ისიც მხოლოდ თბილისში, 13 კაცი დაიღუპა და 73 მოიწამლა. გაზგამანაწილებელი კომპანიის პასუხისმგებლობასთან, რეგულაციების გამკაცრებასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებასთან ერთად, დარგის სპეციალისტები მოსახლეობას უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

თბილისში, 31 იანვარს დატრიალებულმა ტრაგედიამ, კიდევ ერთ­ხელ­ ცხადყო, რომ კანონმდებლობა და რე­გულაციები ამ სფეროში სასწრაფოდ საჭიროებს გადახედვას. მაგალითად, ამ კონკრეტული შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ,­ არასწორად დამონტაჟებული ხელსაწყოს აღმოჩენის შემთხვევაში აბონენტს გაზმომარაგება არ
უწყდება და გაზის კომპანიის თანამშრომლების წასვლის შემდეგ ნებისმიერს შეუძლია ხელსაწყოს მიერთება გაზის წყაროსთან და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. თავად გაზის განაწილების­ ლიცენზიატები ვალდებული არიან მხოლ­ოდ წელიწადში ერთხელ (მარტიდან მეორე წლის მარტამდე), აბონენტების გაზის ხელსაწყოების ტექნიკური მდგომარეობა შეამოწმონ და არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ჩახსნან.

კანონმდებლობა აბონენტებსაც ავალდებულებს,
ახალი ან გარემონტებული ხელსაწყოს დამონტაჟებისას გაზის სადისტრიბუციო კომპანიას დაუკავშირდნენ და შეამოწმებინონ, რამდენად უსაფრთხოა დამონტაჟებული ხელსაწყო.
გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა, გთზავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
დავით მირცხულავა
"უსაფრთხოების საკითხებისადმი სახელმწიფოს არაჯეროვანი ყურადღების უამრავი ფაქტი გვაქვს: ქვანახშირის შახტები, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში უამრავი მოქალაქე დაიღუპა; ვერეს ხეობაში­ წყალდიდობა და უსაფრთხოების რისკების იგნორირება პროექტირების პერიოდში;­ შუახევიჰესის გვირაბის ჩამონგრევა, სადაც, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, ზარალი კი კოლოსალურია; ფონიჭალაში ბუნებრივი გაზის გაჟონვა და აფეთქება; დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია... საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან - ეს არის საკანონმდებლო, ნორმატიული აქტებისა და დარგობრივი რეგლამენტების უზარმაზარი დეფიციტი.
გაიხსენეთ, როდის ნახეთ ბოლოს გაზზე მომუშავე მოწყობილობებისა და შიდა გაზგაყვანილობის უსაფრთხოების კონტროლიორი თქვენს ბინაში, რომელიც, წესით, ყოველწლიურად მაინც უნდა ამოწმებდეს მოწყობილობებსა და შიდა ქსელს.

გინახავთ ოფიციალური წარმომა­დგენელი გაზის სადისტრიბუციო კომპანიიდან, საჯაროდ რომ გვირჩ­ევდეს და გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექ­ტორ-ანალიზატორის (ჩამკეტი სარქვლით) დამონტაჟებას ბინებში?

გაზის გაჟონვის დამაფიქსირებელი დეტექტორები აუცილებელია გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ასევე ამზადებს ამ ტიპის საუკეთესო მოწყობილობებს. ვფიქრობ, ის სტატისტიკა, რომელსაც კომპანია აქვეყნებს, გეგმურ შემოწმებას კი არ ასახავს, არამედ გამოძახებაზე რეაგირების შედეგია.
...

- როცა ამბობთ, რომ აუცილებელია გამ­ო­ცდილი მმართველი,­ რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის კომპანიის მფლობელი?­ დღეს "ყაზტრანსგაზის" ახალი მფლობელი ოფშ­ორში რეგისტრირებული "ვოლტბეია". აქვს მნ­იშვნელობა, ვინ ფლობს გაზგამანაწილებელ­ კომპანიას?
- ბუნებრივია, აქვს. ერთ-ერთ კომპან­იაში, რომლის ტექნიკური დირექტორი ვიყავი, მოთხოვნაც იყო, რომ ოფშორიდან გამოსულიყო ინვესტორი კომპანია. მისი ვინაობა ყველასთვის ცნობილი იყო, ის ბრიტანულ ბიზნესს წარმოადგენდა. მეტი გამჭვირვალობისთვის ასეთი მიდგომა, ალბათ, მართებულია, მაგრამ მფლობელის გარდა, ოპერატორი აუცილებლად მაღალკვალიფიციური კომპანია უნდა იყოს. მეტიც, ასეთმა კომპანიამ ადგილობრივი კადრებიც უნდა გადაამზადოს, რადგან არაკვალიფიციურობის პრობლემა უკვე ყველა დონეს მოედო.

ამდენი ავარია მოხდა, ეს ხომ არ არის პირველი წელიწადი, როცა გაზის გაჟონვით­ ადამიანები გვეღუპებიან - 1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში­ შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს! ამიტომ იმ 466 000 აბონენტის ყველა გაზქურაც შესამოწმებელია. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, გაზქურის მუშაობის ვადა 10-12 წელია, მე კი ვიცი ქურები, რომლებიც 30 წელიც კი მუშაობს. სტატისტიკით, გაჟონვებისა და ავარიების დაახლოებით 90% აბონენტების შიდა ქსელებზე მოდის და მხოლოდ დანარჩენი 10% - გაზგაყვანილობებსა და მილსადენებზე.


21-ე საუკუნე
09 თებერვალი 2019 19:34
ცხელი წყალი და გათბობა მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს ცენტრალიზებულად,საქვაბეების საშუალებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები