"საბანკო რეგულაციები დაწესდა იმისთვის, რომ ღარიბმა ოჯახებმა "ცხოვრება არ გაიუბედურონ"
13-02-2019
"საბანკო რეგულაციები დაწესდა იმისთვის, რომ ღარიბმა ოჯახებმა "ცხოვრება არ გაიუბედურონ"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საბანკო რეგულაციები დაწესდა იმისთვის, რომ ღარიბმა ოჯახებმა ისეთი საბანკო კრედიტით, რომელსაც ვერ გადაიხდიან, „ცხოვრება არ გაიუბედურონ“. ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც აქვს შემოსავლები, უძრავი ქონების შეძენა აღნიშნული რეგულაციების მიუხედავადაც შეუძლია. „საბანკო რეგულაციები, რომელიც იყო შემოღებული, აგრეთვე გამიზნულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ღარიბი შრე იმისთვის, რომ
მათ აიღონ ის კრედიტი, რომლის გადახდის უნარიც ექნებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას და ვამბობთ, რომ ამას სამშენებლო სექტორის ზრდაზე განსაზღვრული ზეწოლა მოჰყვება. ეს არავისთვის გასაოცარი და სიახლე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ზეწოლა არ იქნება ისეთი, როგორზეც
თქვენ ახლა ლაპარაკობთ და ჩვენ ამას სტატისტიკა გვიჩვენებს. ეს იყო გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ადეკვატური შემოსავალი, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, საშუალება აქვს, რომ ბინა შეიძინოს. ბინის შეძენის საშუალება არ აქვს მას, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ კრედიტი გაისტუმროს და ჩვენ მათ ვიცავთ იმისგან, რომ არ მოყვნენ საბანკო კრედიტის ქვეშ, რომელსაც ვერ გადაიხდიან და ცხოვრებას გაიუბედურებენ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


"ინტერპრესნიუსი"

ინგა
14 თებერვალი 2019 12:49
რატომ არ არის სახელმწიფო კონტროლი ბანკებზე? სად არის დაპირებული დაბალი პროცენტი ? როგორც ყველა ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოშია? რათა საშუალება მიეცეს მოქალაქეს დაბალ პროცენტიანი კრედიტით ისარგებლოს და მოიწყოს ცხოვრება.ნუთუ ვერ ხედავთ როგორ აყაჩაღებენ ბანკები მოქალაქეებს?
...
14 თებერვალი 2019 10:53
Ra gehvelebat .gadakra damxoba.
emzari
14 თებერვალი 2019 09:47
სიღარიბის დასაძლევად იმუშავეთ, იმაზე კი არა ღარიბები ღარიბებად დარჩნენ, თუ არაფერი შიცვალა ღარიბების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და კერძო ნევახშეების ხელში ჩავარდებიან.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?