"ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს" - რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი რუსეთისგან გაზის შესყიდვის თაობაზე?
13-02-2019
"ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს" - რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი რუსეთისგან გაზის შესყიდვის თაობაზე?
დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს - ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

როგორც ქობულიამ განმარტა, რუსეთისგან “რაღაც რაოდენობით“ გაზის შესყიდვა დღესაც ხდება, რათა შეიქმნას დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასი გაზზე.

“ჩვენ გვინდა შევქმნათ საშუალება, რომ იყოს გაზის არა ერთი მომწოდებელი, არამედ
ერთზე მეტი მომწოდებელი. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ჩვენ მოლაპარაკებები პირობების გაუმჯობესებისკენ მიგვყავს, რაც რთული მოლაპარაკებებია და საჭიროებს დროს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.



"ინტერპრესნიუსი"
ალექს
14 თებერვალი 2019 09:28
შაჰდენიზი ამოიწურა ,ალბათ და თურქმენეთმა ჰაერში გაუშვა ,აბა არ ატარებინებენ აქეთ გაზს ?!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?