ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას "თიბისი ბანკი" საკუთარი "ფეისბუკ" გვერდის საშუალებით ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

bpn.ge