"პოპული" - ცვლილება, რომელსაც ასე ელოდით" - კვირის პალიტრა

"პოპული" - ცვლილება, რომელსაც ასე ელოდით"

სავაჭრო ქსელი "პოპული" მომხმარებლის წინაშე სულ მალე სრულიად განახლებული სტილით წარსდგება. ბრენდმა გაითვალისწინა მომხმარებლის მოთხოვნა და  ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მრავალჯერადი კვლევის საფუძველზე შეიმუშავა ახალი ფერთა გამა და ლოგოტიპი.

ოქტომბრის ბოლომდე კომპანია თბილისში მდებარე ყველა ცენტრალური სუპერმარკეტის ინტერიერს და ექსტერიერს განაახლებს, ხოლო დეკებრის ბოლოსთვის ცვლილებები "პოპულის" ქსელის მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მაღაზიებს შეეტყობა.

"პოპული" საცალო ვაჭრობის კატეგორიის ლიდერია და სწორედ ამიტომ ჩვენ მიმართ მომხმარებლის მოთხოვნები მაღალია. ჩვენ ზუსტად ერთი წელი დავუთმეთ იმას, რომ საფუძვლიანად გაგვეაზრებინა თუ რა ტიპის ცვლილებას ელოდა მომხმარებელი ჩვენგან, სხვადასხვა სახის კვლევებმა და გამოკითხვებმა უფრო ახლოს მიგვიყვანა მომხმარებელთან, ჩვენ ვუსმენდით ხალხს და ვადგენდით თუ რეალურად რა სურდა მას.

"პოპული" ქართულ ბაზარზე უკვე 9 წელია ოპერირებს, გარკვეულწილად ამ გარემოებამაც განაპირობა ცვლილების აუცილებლობა. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ განახლება დროული და აუცილებელი იყო და წამოვიწყეთ განახლების პროცესი რომელიც უნიკალურია, რადგან თავიდან ბოლომდე მომხმარებლის მიერ არის ნაკარნახევი", - აცხადებს „პოპულის გენერალური დირექტორი ევგენი ფიჩხაია.

განახლებული სტილი სატესტო რეჟიმში "პოპულმა" გაგარინის  #4-ში ახლადგახსნილი მაღაზიით უკვე შესთავაზა მომხმარებელს. ასევე დაწყებულია არსებული მაღაზიების ფასადების განახლება ახალი ლოგოტიპითა და ფერებით. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, სექტემბრამდე გაგარინზე მდებარე მაღაზიამ საცდელ რეჟიმში იმუშავა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიიღო მომხმარებელმა შეთავაზებული სიახლე, დაიხვეწა საბოლოო შიდა და გარე დიზაინი.

"ვგეგმავთ, რომ ახალ წლამდე "პოპულის" განახლება მთელი საქარველოს მაშტაბით დავასრულოთ. ამიტომაც განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს"- აცხადებს“პოპულის გენერალური დირექტორი ევგენი ფიჩხაია.

"რესტაილინგის" გარდა ნოემბრიდან "პოპული" ახალი გადამმუშავებელი საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებას გეგმავს. საწარმო ნოემბრის პირველ კვირაში გაიხსნება და საკუთარი პროდუქციით ცენტრალიზებულად მოამარაგებს "პოპულის" ქსელში არსებულ ყველა მაღაზიას.

საწარმოს სხვადსხვა საამქრო გადაამუშავებს და რეალიზაციისთვის სუპერმარკეტებს მიაწოდებს ყველა სახის პროდუქციას: ხორცპროდუქტებს, მზა საკვებს, საკონდიტო ნაწარმს, ხილს და ბოსტნეულს. საკუთარი საწარმოო ხაზი კომპანიას მომხმარებლისათვის უმაღლესი ხარისხის  პროდუქტის მიწოდების და ქსელის დროული მომარაგების საშუალებას მისცემს.

"გადამმუშავებელი საწარმო უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად დააკვირდნენ დამზადების პროცესს და  დარწმუნდნენ ხარისხში, რომლის უზრუნველყოფაც ამ საწარმოს შეუძლია. საწარმოში 5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული და მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებაზე", - აცხადებენ პოპულის მენეჯმენტში.

ამჟამად საწარმოს ყველა საამქრო ექსპლუატაციაშია გაშვებული და ცენტრალიზებულად ამარაგებს  XL-ის ფორმატის სუპერმარკეტების გარდა ქსელში არსებულ ყველა მაღაზიას. საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ კი ქსელის ყველა სავაჭრო ობიექტს ახალი გადამმუშავებელი საწარმო მოამარაგებს.

სავაჭრო ქსელი "პოპული" საცალო გაყიდვების ბაზარზე 2001 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის უკვე 42 მაღაზიას მოიცავს. ქსელში დასაქმებულია 1500-მდე თანამშრომელი. დღეისათვის სს "პოპული"" სამ ფორმატში ოპერირებს: "პოპული სუპერმარკეტი", "პოპული ექსპრესი" და "პოპული XL".

"პოპულის" აქციონერები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები: "საქართველოს ბანკი", ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ფაიარბერდ აურორა ფონდი", გერმანული საინვესტიციო ჯგუფი "ოსტინვესტორი" და  შვედური  საფინანსო ინსტიტუტი

"ისტკაპიტალი".

R