ახალი ინდექსი - 868 და სატარიფო გეგმა "ექსკლუზივი" "ბილაინისგან" - კვირის პალიტრა

ახალი ინდექსი - 868 და სატარიფო გეგმა "ექსკლუზივი" "ბილაინისგან"

კომპანია "ბილაინმა" მომხმარებელს ახალი სატელეფონო ინდექსი - 868 და სატარიფო გეგმა წარუდგინა. ახალ ინდექსზე ნომრის შეძენა და სასურველი ნომრის შეკვეთა მსურველებს უკვე შეუძლიათ "ბილაინის" გაყიდვების და აბონენტების მომსახურების ოფისებსა და გარე სავაჭრო ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას აქამდე ბაზარზე ხუთი სატელეფონო ინდექსი ჰქონდა წარმოდგენილი: 897, 879, 871, 874, 892, ახლა კი ამ ჩამონათვალს 868-აც დაემატა.

ახალი ინდექსის შეთავაზებასთან ერთად "ბილაინმა" ბაზარზე ახალი სატარიფო გეგმა "ექსკლუზივი" გამოიტანა, რომლის მიხედვითაც "ბილაინიდან"-"ბილაინზე" დარეკვა, SSM-ის თუ MMS-ის გაგზავნა მხოლოდ 2 თეთრი ეღირება. ქსელის გარეთ განხორციელებული ზარების ღირებულება კი 17 თეთრი იქნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი სატელეფონო ინდექსის დამატების საჭიროება აბონენტთა ბაზის ზრდამ განაპირობა. თუმცა, "ბილაინის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახალ სატელეფონო ინდექსზე 50 ოქროს ნომერს ჯერჯერობით შეინახავენ და წინასაახალწლოდ აუქციონზე გამოიტანენ გასაყიდად. კომპანიაში აცხადებენ, რომ აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

ანდრეი პიატახინი (კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი): "ჩვენს არსებულ და პოტენციურ აბონენტებს გვინდა შევთავაზოთ ახალი ინდექსი, რომელიც შემოგვაქვს საქართველოს ბაზარზე. ეს არის ინდექსი - 868, რომელიც ერთდროულად გამოჩნდება როგორც თბილისში, ასევე ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი ჩვენი დილერებისა და პარტნიორების სახით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც ახლა სჭირდება ბაზარს და ვფიქრობთ, რომ ამ ინდექსზე დიდი მოთხოვნა იქნება.

მომხმარებლის მხრიდან ლამაზი ნომრების სიყვარულის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. ეს შესაძლოა იყოს დაბადების თარიღი, მშობლების დაბადების დღე, უბრალოდ წყვილი ნომრები ან სხვა ღირსშესანიშნავი თარიღი. რაც უფრო მეტი ასეთი შესაძლებლობა ჩნდება ბაზარზე, მით მეტი ინტერესი უჩნდება ჩვენს აბონენტებს, როგორც არსებულს, ისე პოტენციურს. ახლაც, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობას, ამოირჩიონ ის ნომერი, რომელიც მოსწონთ.

ეს კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა და კომფორტია აბონენტებისათვის. ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენმა აბონენტებმა კარგად და მოხერხებულად იგრძნონ თავი. ჩვენ არა მარტო ახალ ინდექსს ვამკვიდრებთ, არამედ ახალ წინადადებას ვთავაზობთ მომხმარებელს ახალი სატარიფო გეგმის სახით."

არჩილ მაღრაძე (კომპანია "ბილაინის" კომერციული დირექტორი): "ჩვენ ვუშვებთ ახალ სატარიფო გეგმას, რაც განაპირობა "ბილაინის" აბონენტთა ბაზის ზრდამ, რომელიც უკვე მილიონს უახლოვდება. უფრო კონკრეტულად კი 800.000 აბონენტს გადავცდით. ახალი ტარიფი, რომელიც ორიენტირებულია ქსელის შიდა ზარებზე, 2 თეთრი იქნება. 2 თეთრი იქნება SSM-ისა და MMS-ების ღირებულებაც. როგორც მოგეხსენებათ, დამრგვალება "ბილაინს" ყოველთვის ჰქონდა და აქვს წამობრივი.

უკვე ბევრია ისეთი ორგანიზაცია, ოჯახი, სადაც "ბილაინის" ნომრებით სარგებლობენ, ამიტომ 2 თეთრად შიდა ქსელში საუბარი მათთვის ძალიან მიმზიდველი იქნება. ჩვენი დაკვირვებით, ზარები "ბილაინიდან"-"ბილაინზე" ყოველთვე მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომაც გადაწყდა გამოგვეშვა ტარიფი ორიენტირებული შიდა ქსელზე.

ჩვენ გვაქვს სერვისი - ნომრის შეკვეთა. მოდის აბონენტი და უკვეთს კონკრეტულ ნომერს. სხვათა შორის, ასეთი მომხმარებლების რიცხვი ძალიან მაღალია და მთელი ჩვენი აბონენტების 35% შეკვეთილ ნომრებზე მოდის.

აბონენტები, რომლებიც შეიძენენ ახალ სატარიფო გეგმას, ჩვეულებრივ გადაიხდიან სასტარტო კომპლექტის ღირებულებას, ხოლო მათ, ვინც უკვე არიან "ბილაინის" აბონენტები, შეუძლიათ ტარიფი შეცვალონ, და გადაიხადონ მხოლოდ ტარიფის შეცვლის ღირებულება 2 ლარი."

"ბილაინი" საქართველოში ყველაზე დინამიკურად მზარდი კომპანიაა ტელეკომუნიკაციების სივრცეში და კომპანია "ვიმპელკომის" ბრენდს წარმოადგენს. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას.

"ვიმპელკომის" ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები მოიცავს ტერიტორიას - მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მილიონი ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.

R