"ბანკები ბიზნესს არ აფინანსებენ, ისინი ფულს უძრავ ქონებაში დებენ" - კვირის პალიტრა

"ბანკები ბიზნესს არ აფინანსებენ, ისინი ფულს უძრავ ქონებაში დებენ"

საქართველოს გამორჩეული კლიმატურ-გეოგრაფიული მახასიათებლები მისი მცენარეული სამყაროს უნიკალურობას განაპირობებს, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ჩვენი მადლიანი მიწა სამკურნალო ბალახების სიმრავლითაც გამოირჩევა და თუ ამ ყველაფერს ცოდნას და ტრადიციებს დავუმატებთ, მაშინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც საკმაოდ იოლად მოვაგვარებთ.

ამ ტრადიციას ეფუძნება დღეს ჩვენში ასე ცნობილი მცენარეული პრეპარატის "სალხინოს" წარმოება, რომლის შემადგენლობაში შემავალი მცენარეები, გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე მოიპოვება.

ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ წამლის ავტორს და ფარმაცევტული კომპანია "სალხინოს" გენერალურ დირექტორს, ბატონ როინ ნაჭყებიას, რომელმაც  ბევრ საინტერესო კითხვაზე გვიპასუხა.

- ბატონო როინ, ბოლო დროს ბევრი იწერება თქვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, წამალი "სალხინო" საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი პრეპარატია, მაგრამ თქვენ, როგორც წამლის ავტორს, ნაკლებად გიცნობთ საზოგადოება. თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენზე.

- ჩემზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი ამბიციებით და მიზნებით. პირველ რიგში, მინდა ვიხილო საქართველო გაერთიანებული და გაძლიერებული, აგრეთვე მინდა ჩემ მიერ აღმოჩენილი წამალი აღიაროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ამისთვის კი სახელმწიფოს დახმარება და თანადგომაა  საჭირო. საუბედუროდ, ქართულ სინამდვილეში ეს წარმოუდგენელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს "სალხინოს" ეფექტს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებას.

- მე ვიცი, რომ თქვენ არ გაქვთ მიღებული სამედიცინო განათლება და ამან არ შეგიშალათ ხელი წამლის წარმოებაში? ან იქნებ ამიტომ ვერ გამონახეთ საერთო ენა ჩინოვნიკებთან?

- თქვენ ფიქრობთ, რომ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების ათვისება და საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენება განათლება არ არის?

ასობით მეცნიერმა და აკადემიკოსმა აღიარა "სალხინო" საუკეთესო სამკურნალო საშუალებად. წამალს ჩატარებული აქვს კლინიკური კვლევები სხვადასხვა ქვეყანაში, დამტკიცებულია მასში შემავალი ნივთიერებების უნიკალურობა და უებარი სამკურნალო თვისებები.

როცა ვინმეს გამოგონებას თუ აღმოჩენას აღიარებენ იმ დარგის სპეციალისტები, რომელსაც ეს გამოგონება განეკუთვნება, იქ ავტორის განათლებაზე ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება, მაგრამ რატომღაც, როგორც ჟურნალისტები, ისე სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსების მეტი ნაწილი, ქართველთა ნაკლს უფრო აღიარებთ, ვიდრე დადებითს, საკუთარი ინიციატივით ქართველებზე კარგს  არაფერს ლაპარაკობთ, გგონიათ, ამით საკუთარ თავს წარმატებას მოუტანთ, მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს.

- შეგიძლიათ, მოკლედ დაახასიათოთ თქვენი გამოგონება?

- "სალხინო" ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული წამალია. მასში არსებული სამკურნალო ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში, სხვადასხვა მედიკამენტის დასამზადებლად, ხოლო თავად "სალხინოში" ეს ნივთიერებები მთლიანად სამკურნალო კომპლექსს შეადგენს. "სალხინოში" ბუნებრივად არსებულ ქიმიურ ნივთიერებათა შემადგენლობა და დამზადების ხერხი იძლევა იმ უებარ შედეგს, რაც გააჩნია მას ჩირქოვანი–ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ და ამ დაავადებებით გამოწვეული ქრონიკული და სიმსივნური პროცესების დასაძლევად.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ წამალს ჩატარებული აქვს ბევრი კლინიკური კვლევა, რომელ მათგანს გამოყოფდით?

- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები აღიარებენ "სალხინოს" ორიგინალობას და მის სამკურნალო ეფექტს სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში.

1992 წელს  ლენინგრადში მივედით ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, იქ პრორექტორს სამკურნალო დარგში, დოცენტ ნ. დ ზუცოვს ველაპარაკეთ, რომ გვაქვს წამალი, რომელიც კურნავს რბილი ქსოვილების ჩირქოვან პროცესს და მათ ინსტიტუტში გვსურს ჩავატაროთ კლინიკური აპრობაცია.

პროფესორმა გაგვიწია დიდი თანადგომა, გვითხრა, რომ არის ერთი ბიზნესმენი, კონსტანტინე ფიფია, რომელიც მათ ინსტიტუტს ეხმარებოდა და თუ ის დაურეკავდა აკადემიკოს სიმბირცევს, ყველაფერი გაკეთდებოდა მაღალ დონეზე. ჩვენ მოვახერხეთ ბატონი კონსტანტინეს გაცნობა, რომელმაც დაგვაკავშირა სიმბირცევს. საქმე გავიდა დახელოვნების ინსტიტუტის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ათასამდე დელეგაციის წარმომადგენელი და მათი გადაწყვეტილებით ჩატარდა კვლევები კათედრებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ სხვადასხვა დარგის მეცნიერები:

1. თერაპიის კათედრა (პროფესორი ა. კრილოვი,); 2. უროლოგიის კათედრა (პროფესორი ვ. ალექსანდროვი); 3. სტომატოლოგიური თერაპა (პროფესორი ი. ფიოდოროვი); 4. ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე არსებული ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება (განყოფილების გამგე, აკადემიკოსი ს. სიმბირცევი, პრორექტორი სამკურნალო დარგში პროფესორი ნ. დზუცოვი.); 5. მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული პირველი ქირურგიული განყოფილება (მთავარი ექიმი ი. ბლუნშტეინი, ქირურგიული განყოფილების გამგე, დოცენტი ი. სპესივცევი, ქირურგიული განყოფილების გამგის მოადგილე, დოცენტი ა. კონიჩევი.); 6. ინფექციური საავადმყოფო (მთავარი ექიმი ე. ვორონინი, განყოფილების გამგე ი. ასპელი.); 7. ონკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვ. ბ ლეცკი და დოცენტი ვ. გ ჩერნომორდიკოვი).

ყველა ამ დასკვნაზე კონკრეტული საუბარი შორს წაგვიყვანს, გამოვყოფ თუ რა დასკვნები გაკეთდა ონკოლოგიურ და შიდსით დაავადებულ პაციენტებზე, რომლებსაც დაქვეითებული ჰქონდათ იმუნიტეტი და იმყოფებოდნენ მძიმე მდგომარეობაში.

კლინიკური კვლევა ჩატარდა შიდსით ინფიცირებულ 40 ავადმყოფზე. მათ შორის 25 ბავშვი და 15 მოზარდი. უარყოფით ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. პრეპარატის მიღების შედეგად აღინიშნა საჭმლის მონელების გაუმჯობესება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოწესრიგება, მოეხსნათ მუცლის არეში ტკივილები და ასევე სანაღვლე გზებში შეგუბებითი მოვლენები.

35 სიმსივნით დაავადებულ პაციენტზე გამოიცადა შემოთავაზებული პრეპარატი, უარყოფით ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, პრეპარატის მიღების შედეგად აღინიშნა საჭმლის მონელების გაუმჯობესება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგება, სანაღველე გზებში შეგუბებითი მოვლენების შემცირება. გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატის გამოყენება სიმსივნით დაავადებულ პირებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად.

მთელი სამედიცინო ელიტა ამტკიცებდა, რომ იქაური კლიმატისა და წყლისგან გამომდინარე, წამალი "სალხინო" ლენინგრადში მცხოვრები მოსახლეობის 70%-ს ესაჭიროება, მოკლედ, იმ პერიოდში, მზა პროდუქცია რომ გვქონოდა, კრემლის ყიდვასაც შევძლებდით. მოგეხსენებათ, საქართველოში მაშინ ფულის დაბანდება სარისკო გახლდათ, წარმოების აწყობა კი - წარმოუდგენელი.

ბატონმა კონსტანტინე ფიფიამ, იმ დროს საქართველოს ბიუჯეტში საჩუქრად შეიტანა 200.000 დოლარი, ხოლო შემდეგ, როცა თვითმფრინავზე ადიოდა, ჯიბის ფული და პირადი ნივთებიც კი მოჰპარეს. ამ კაცისთვის იმის თქმა, დამაფინანსე, წავალ საქართველოში და საქმის წარმოებას დავიწყებო, ცოტა ძნელი სათქმელი იყო და ეს დიდი საქმე განუხორციელებელი დარჩა.

- თქვენ ხომ შეგეძლოთ დარჩენილიყავით რუსეთში და იქ გეწარმოებინათ წამალი?

- საქართველოში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ბატონი კონსტანტინე მთელი თავისი არსებით, ნამდვილ ქართველად რჩებოდა. მან  შემომთავაზა წარმოების გახსნა რუსეთში, მაგრამ იქ წამლისთვის საჭირო მცენარეები არ აღმოჩნდა. მარტო ცოდნა და გამოცდილება კი წამლის დამზადებას არ ეყოფოდა.

- შეგიძლიათ, თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბოთ?

- 1989 წელს გავხდი საბჭოთა კავშირის სახალხო მკურნალი, მას შემდეგ ვმუშაობ და შევქმენი ჩემი ფარმაცევტული კომპანია, ახლა ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა წამალმა მიიღოს საერთაშორისო აღიარება, უფრო სწორად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიაროს "სალხინო". ვცდილობ, კლინიკებში სხვადასხვა დაავადებაზე გამოვცადო წამალი.

ბოლო დროს წამალ "სალხინოს" კვლევა ჩაუტარდა სომხეთში, ერევნის საუნივერსიტეტო საავადმყოფო "მურაცან"-ის ინსტიტუტის კათედრაზე, საკმაოდ გავრცელებულ მემკვიდრეობით დაავადებაზე, რომელსაც პერიოდულ ავადმყოფობას უწოდებენ. ეს დაავადება, როგორც მე ვიცი, სასომხეთში, ისრაელსა და არაბეთშია გავრცელებული და როგორც ექიმები ამბობენ, ეფექტი დიდია,”"სალხინომ" ნოპი მოხსნა და მოაწესრიგა კუჭ-ნაწლავი. კვლევა კვლავ გრძელდება, ოფიციალურ დასკვნაში კი ასეა აღწერილი გამოცდის შედეგი:

1. პ.ა 22 წლის, ავად არის პატარაობიდან. 7 წლის ასაკში ჩაუტარდა ოპერაცია კუჭ-ნაწლავის გაუვალობასთან დაკავშირებით. 10.2008 და 12.2009 ჩაუტარდა რელაპარატომია. დიაგნოზი - პერიოდული ავადმყოფობა, შერეული ფორმა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, ხშირი ტკივილები მუცლისა და გულის არეში (ნოპი), დოუდენიტი, კოლიტი, კუჭ-ნაწლავის გაუვალობის შემდგომი მდგომარეობა.

ჩატარდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა, აღმოჩენილ იქნა M680I(G/C) და M680I(G/A). ერთი თვის განმავლობაში იღებდა დიუსპატალინ 200მგ, მაგრამ სპასტიკური ტკივილები არ წყდებოდა, გრძელდებოდა რამდენიმე წუთი. დაენიშნა "სალხინოს" კაფსულები. 10 დღის შემდეგ ჩივილები შემცირდა, ერთი თვის შემდეგ ჩივილები აღარ ჰქონდა, 11.08.10 ამთავრებს "სალხინოს" კაფსულების კურსს.

2. ა.ნ 30 წლის. ავად არის ადრეული ასაკიდან. არ გაუკეთებია მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. ბაბუა ავად არის პერიოდული ავადმყოფობით. დიაგნოზი - პერიოდული ავადმყოფობა, შერეული ფორმა, ხშირი ტკივილები მუცლისა და გულის არეში (ნოპი). კოლხიცინი არ მიუღია. გულმკერდისა და კნტ რენტგენოლოგიური გამოკვლევა - დიაფრაგმის მოძრაობა შეზღუდულია პლევროდინამიური ნაწიბურების გამო. კუჭი წაგრძელებულია კაუჭის სახით.

კუჭ-ნაწლავში ბევრი გაზია. პალპაცია შეუძლებელია. დაენიშნა "სალხინოს" კაფსულები და კოლხიცინის საკმარისი დოზა. ერთი დღის შემდეგ პალპაცია იყო თავისუფალი. ერთი თვის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა დასტაბილურდა, კურსის დასრულების შემდეგ გაუკეთდა გასტროსკოპია - გასტრიტის ნიშნები არ შეიმჩნეოდა, ჩივილები არ ჰქონდა.

3. მ.ა 25 წლის. კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე დაუდგინდა დიაგნოზი - B ტიპის ანტრალური გასტრიტი +++HP, დუოდენიტი. დაენიშნა "სალხინოს" კაფსულები. 10 დღის შემდეგ ჩივილები შემცირდა, 2 თვის მანძილზე იღებდა "სალხინოს" კაფსულებს, კურსის დასრულების შემდეგ ჩაუტარდა განმეორებითი გასტროსკოპია - გასტრიტის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ჩივილები არ ჰქონდა და ა.შ.

"ნოპი" პერიოდული დაავადების დროს გულისა და მუცლის არეში გაუსაძლის ტკივილს ნიშნავს, რომელიც  აღენიშნებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ეს გენეტიკური  დაავადება. დასკვნებიდან დასტურდება, რომ "სალხინოს" სხვა უებარ თვისებებთან ერთად, შეუძლია ნოპის მოხსნაც.

მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, კომპლექსურმა მკურნალობამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა "სალხინოს" კაფსულები, უჩვენა 100%-იანი ეფექტი.

- საინტერესოა, სომხებმა რატომ არ აღიარეს, რომ გამოგონილია პერიოდული დაავადების წამალი, ეს ხომ მათი მუდმივი და მოუხსნელი პრობლემაა?

- ეს დაავადება, როგორც ცნობილია, მემკვიდრეობით გადადის, "სალხინოს" მიღების შემდეგ ალაგდა ის სიმპტომები, რაც მას ახასიათებს, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ დაავადება არის გენეტიკური და მოხდა თუ არა ამ დაავადების საბოლოოდ განკურნება, ამას ორი-სამი წელი მაინც სჭირდება. მაგრამ მეეჭვება, სომხებმა ეს ფაქტი აღიარონ. ვფიქრობ, იქ ისეთი ბიუროკრატიაა, როგორიც ჩვენთან 5-6 წლის წინ იყო.

ჯანდაცვის სფეროში მოქმედ ბიუროკრატებს კი ავადმყოფების სიმრავლე აწყობთ, რადგან ჯანმრთელი ადამიანი მათთვის შემოსავლის წყარო არაა, თუ მათ ამ წყაროს დაუკარგავ, მაშინ ალტერნატიული შემოსავალი უნდა შესთავაზო, ეს კი საკმაოდ სარისკო და საშიში საქმეა. სჯობს მოთმინება და ნელი ნაბიჯით სვლა მიზნის მისაღწევად, ხოლო ფულის დაბანდება და წამლის გატანა კი დიდ სახელმწიფოებში ჯობია, რადგან მოგებას ეს უფრო მოიტანს.

ის ფაქტი, რომ "სალხინოს" გამოყენებით შეიძლება ისეთი ვერაგი დაავადების აცილება, როგორიც მასტიტია, საკმარისია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიაროს "სალხინო" არჩევით წამლად. ეს უტყუარი ფაქტია და ამის უარყოფა არავის შეუძლია.

მასტიტი სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც მშობიარობის შემდგომ რძის შეგუბებით იწყება და აქვს ანთების ყველა ნიშანი, სიცხის მომატებითაც კი. მასტიტის გამომწვევი უმეტესად არის სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ენტეროკოკი. ის ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის სადინარებში და წილაკებში საშიშროებას წარმოადგენს მისი დაჩირქება, რაც ხშირად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

მასტიტის მიმდინარეობა მწვავე და ქრონიკულია. ახასიათებს სარძევე ჯირკვლის გამაგრება, კანის გაწითლება, ძლიერი ტკივილი, სიცხის მომატება, შემცივნება. დაავადების წინსვლისას სარძევე ჯირკვლები დიდება ძუძუთი კვება ძალზე მტკივნეულია, რძეს ხშირად შეერევა ჩირქი და სისხლი.

მასტიტისთვის დამახასიათებელია ვერაგი თვისება, დაავადების დაწყებიდან რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მძიმეა მისი მკურნალობა. ეს პრობლემა თავიდან აცილებული იქნება, თუ ყველა ორსული მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, ან მშობიარობისთანავე, პროფილაქტიკის მიზნით დაიწყებს წამალ "სალხინოს" მიღებას. ასე თავიდან ავიცილებთ არა მარტო სარძევე ჯირკვლის, არამედ სამშობიარო გართულებებსაც.

ფარმაკოქიმიის მიღწევებმა გაზარდა ქიმიურ სამკურნალო საშუალებათა რიცხვი. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ექიმთა და მკვლევართა დაინტერესება მცენარეული წარმოშობის პრეპარატების მიმართ. 2009 წლის დეკემბერში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონგრესზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მსოფლიო მედიცინის აღიარებულ კლინიკებში ახალ-ახალი მიმართულებებით კვლავ გაგრძელდეს ფიტოთერაპიული წამლების კვლევა, რადგან ბევრი მათგანის წინაკლინიკური და კლინიკური კვლევები იმედისმომცემი და რეალურია, არსებობენ ფიტოპრეპარატები, რომლებსაც ორგანიზმის დაზიანების გარეშე შეუძლიათ მოაგვარეონ ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემები. ამ მხრივ აღსანიშნავია წამალი "სალხინო".

"სალხინო" - მოქმედების ფართო სპექტრი, გვერდითი მოვლენების არარსებობა, სამკურნალო ეფექტის შენარჩუნება, არ ახასიათებს წამლისმიერი დაავადება და პრეპარატის შეცვლით გამოწვეული რაიმე გართულება და ამიტომაც მისი მიღება პროფილაქტიკის მიზნით იქნება სწორი არჩევანი. სწორედ ეს ფაქტი მაძლევს იმედს, რომ ოდესმე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყურადღებას მოვიპოვებ.

"სალხინოს" საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ სარძევე ჯირკვლების დაავადებების სამკურნალოდ. 80-იანი წლებიდან განხორციელებულმა ხანგრძლივმა კვლევებმა დაადასტურა წამლის უებარი სამკურნალო თვისებები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

- წამლის მომზადების განსაკუთრებულ საიდუმლოს ხომ არ ფლობთ?

- ქართველები ვფლობთ საიდუმლოს და ჩვენ შეგვიძლია ტრადიციული ხერხით, მცენარეული ნედლეულებიდან დავამზადოთ ძლიერმოქმედი, ანტიბიოტიკის თვისებების მქონე მედიკამენტები, რომლებიც ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე განკურნავენ როგორც დაავადებებს, ისე მის გამომწვევ მიზეზებს. ეს მედიკამენტები ქვეყანას ყველაზე მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე სხვა დარგის წარმოებები.

- უშუალოდ "სალხინოზე" თუ შეგიძლიათ თქვათ ეს?

- ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს  არსებული წამლების ნომენკლატურაში არ ირიცხება ჩირქოვანი-ანთებითი პროცესების დასაძლევი უფრო ეფექტური სამკურნალო საშუალება, ვიდრე წამალი "სალხინოა". ასეთი წამლის ავტორობას საიდუმლოების გარეშე ვერ შეინარჩუნებ. სახელმწიფოს ასეთი შემთხვევისთვის აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ თანადგომა გაუწიოს წარმატებული ბიზნესის ავტორებს, თორემ ვინ იცის, ბიუროკრატებისა და ქვეყნის მტრების მიზეზით,  რამდენი წამლის რეცეპტი და სხვა წარმატებული საქმე დაკარგა საქართველომ.

- ბანკებმა თუ იციან თქვენი ბიზნესგეგმის შესახებ?

- ბანკები ბიზნესს არ აფინანსებენ, ისინი ფულს უძრავ ქონებაში დებენ.

დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას და პრეზიდენტს  მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თანადგომას უცხადებს, დროა, ამ საქმეს სათანადო ყურადღება მიექცეს და აღორძინდეს.

www.salkhino.ge

ანა ნერგაძე

R