NEMIROFF- ლედი გაგას ყველაზე რეიტინგულ კლიპში - კვირის პალიტრა

NEMIROFF- ლედი გაგას ყველაზე რეიტინგულ კლიპში

ვიდეორგოლის გმირები უკრაინულ არაყს ყლუპ-ყლუპად აგემოვნებენ

პოპულარული ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას ბოლო ნამუშევრმა Bad Romance internetmayureblebis ყველაზე დიდი არმია შეკრიბა. მუსიკალური ვიდეორგოლი სხვადასხვა დროს ჰიტაღლუმებშიც ლიდერობდა და ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაკვირვებული მაყურებელი შენიშნავდა, რომ ვიდეორგოლის გმირები უკრაინულ არაყს Nemiroff-ს მიირთმევენ.

კომპოზიცია Bad Romance ლედი გაგას ერთ-ერთი ახალი ნამუშევარია. საუნდტრეკი პირველად გასულ შემოდგომაზე გამოვიდა, ექსტრავაგანტური კლიპი კი მომღერალმა მაყურებელს ცოტა ხნის წინ შესთავაზა.

სიუჟეტის თანახმად, ლედი გაგას მონსტრი სუპერმოდელები იტაცებენ და მის განწმენდას არაყი Nemiroff-ით ცდილობენ. Nemiroff-ის ბოთლი მსხვილი პლანით რამდენჯერმე ჩნდება ვიდეორგოლში. მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს კლიპის გმირები ყლუპ-ყლუპად, ყინულთან ერთად მიირთმევენ.

კრიტიკოსთა შეფასებით, ეს კლიპი ყველა დროის ყველაზე ყურებადი კლიპი გახდა ინტერნეტსაიტ Youtube-ზე. გამოჩენისთანავე კლიპი ერთდროულად დაახლოებით 180 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც Youtube-ისთვის აბსოლუტური რეკორდია. "საერთაშორისო ბრენდის წარმატებისთვის და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციას მომხმარებელთან თან ახლდეს ემოციური შემადგენელი.

გლობალური განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისით, ბრენდის გამოჩენა ასეთ უნიკალურ პროექტებში, შესაძლებლობას გვაძლევს, რაც შეიძლება ფართოდ გავხსნათ ემოციური საზღვრები, როგორც წარმატებისა და არაორდინარულობის საწინდარი. აღსანიშნავია ისიც, რომ მარკეტინგული პროექტების განსახორციელებლად ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ბაზრებს და ყველაზე ვარსკვლავურ შემსრულებლებს. ამერიკელი მომღერლის პოპულარობა და კლიპის წარმატება Youtube-ზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არჩევანში არც ამჯერად შევმცდარვართ," - აღნიშნა Nemiroff-ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორმა ალექსეი ბრენიმ.

სხვათა შორის ჰოლდინგი Nemiroff-ი ცნობილია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობით განთქმული კომპანია, რომელიც დიდ დროს უთმობს სოციალური და საქველმოქმედო კამპანიების წარმოებას. Nemiroff-ი ხშირად გვევლინება საერთაშორისო დონის პროექტების ორგანიზატორად სპორტის, კულტურისა და მოდის სფეროში.

ამ ნახევარი წლის განმავლობაში სიმღერას Bad Romance ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მუსიკალური კრიტიკოსების მხრიდან, იმყოფებოდა მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციებზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ინტერნეტბლოგებზე კი არაერთი აღფრთოვანების საგანი გახდა. ლედი გაგას ახალ კლიპს დადებითი შეფასებები აქვს ფორუმებზე და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ჟურნალების ფურცლებზე. ლედი გაგა კი კვლავ ინარჩუნებს ექსტრავაგანტური მოდური ქალის იმიჯს, ახალ კლიპში მას დიზაინერ ალექსანდრე მაკქუინის ბოლო კოლექციის ფუტურისტული ფეხსაცმელი აცვია.

ლედი გაგას ბოლო კლიპი Bad Romance მეგამოდურმა რეჟისორმა ფრენსის ლოურენსმა გადაიღო. სწორედ მან შეაჩერა არჩევანი უკრაინულ არაყ Nemiroff-ზე, როგორც ყველაზე მოდურ და ხარისხიან პროდუქტზე. ლოურენსს განსაკუთრებით მოსწონებია არყის ბოთლის ფორმა, რომლის შექმნაზე ფრანგმა დიზაინერებმა იმუშავეს. რეჟისორის ჩანაფიქრმა გაამართლა, არაყი Nemiroff-ი ზუსტად ჩაეწერა

და მოერგო კლიპის სიუჟეტს.

R